დაახლოებით 200 ჩეხი ტურისტი სპეციალური მატარებლით სომხეთსა და საქართველოში იმოგზაურებს

ერევნის რკინიგზის სადგურიდან სპეციალური საერთაშორისო ტურისტული მატარებელი გავიდა. 4-დან 12 ივლისამდე, დაახლოებით 200 ტურისტი, ძირითადად ჩეხეთის რესპუბლიკიდან, ექსკლუზიურ სარკინიგზო მოგზაურობაში მონაწილეობს. რვადღიანი ტურის განმავლობაში, მატარებელი ერევანი – ვანაძორი – აირუმი – თბილისი – ბათუმი – ერევნის მარშრუტით იმოძრავებს.
ინიციატივა ეკუთვნის დსს ,,სამხრეთ კავკასიის რკინიგზა“-ს და ჩეხურ კომპანია „გეპარდ ექსპრესს“.
დსს ,,სამხრეთ კავკასიის რკინიგზა“-ს პრესსამსახურის ცნობით, სტუმრები კომპანიის თანამედროვე და კომფორტული ვაგონებით იმგზავრებენ. მოგზაურობის მიზანია ევროპელი ტურისტებისთვის სომხეთისა და საქართველოს მდიდარი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის გაცნობა, ასევე ორი ქვეყნის ღირსშესანიშნაობების დათვალიერების ორგანიზება.
ეს სამხრეთ კავკასიის რკინიგზისა და „გეპარდ ექსპრესის“ მეორე ერთობლივი ტურისტული პროექტია. გასულ წელს ორგანიზებულმა საინაუგურაციო მარშრუტმა მრავალი დადებითი შეფასება მიიღო, რაც ევროპელი ტურისტების დიდ ინტერესზე მიუთითებს სამხრეთ კავკასიაში სარკინიგზო ტურიზმის მიმართ.







