მთავარისაზოგადოება

გაგიკ წარუკიანი დააკავეს

ბიზნესმენი, პარტია „აყვავებული სომხეთის“ თავმჯდომარე გაგიკ წარუკიანი ორთვიან პატიმრობაშია.

ამის შესახებ Armenpress-ს აცნობეს სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტიდან.

გაგიკ წარუკიანი თაღლითობასა და ფულის გათეთრებაშია ბრალდებული.

6 ივლისს გაგიკ წარუკიანი დააკავეს და საგამოძიებო კომიტეტში, მოგვიანებით კი, საგამოძიებო კომიტეტიდან სასამართლოში გადაიყვანეს.

საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურთან, სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციასთან ერთად, 70-ზე მეტ მისამართზე ერთდროული ჩხრეკა ჩატარდა.

ნახეთ მეტი
Back to top button