სამველ კარაპეტიანის შინაპატიმრობა ორი თვით გახანგრძლივდა

ბლოკ „ძლიერი სომხეთის“ ლიდერის, სამველ კარაპეტიანის შინაპატიმრობა ორი თვით გახანგრძლივდა.
Armenpress-ის ცნობით, ბლოკ „ძლიერი სომხეთის“ ლიდერის, სამველ კარაპეტიანის აღმკვეთი ღონისძიების სასამართლო სხდომა 9 ივლისს გაიმართა.
ბრალდების მხარემ სამველ კარაპეტიანის შინაპატიმრობის სამი თვით გახანგრძლივება მოითხოვა, თუმცა სასამართლომ შინაპატიმრობის ვადის ორი თვით გახანგრძლივება გადაწყვიტა.
მოსამართლემ ასევე განაცხადა, რომ შინაპატიმრობის დროს სამველ კარაპეტიანის კონტაქტი იმ პირებთან, რომელთა მონაცემებიც სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში წინა გადაწყვეტილებებში იყო მითითებული, აკრძალულია, ხოლო დანარჩენ პირებთან კონტაქტი დაშვებულია.
სამველ კარაპეტიანს ბრალი წაუყენეს ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა და კონსტიტუციური წესრიგის დამხობის საჯარო მოწოდებებში, მოგვიანებით კი ფულის გათეთრებაშიც. კარაპეტიანი 2025 წლის 19 ივნისს ორი თვით დააკავეს. 2026 წლის იანვარში მისი აღმკვეთი ღონისძიება შეიცვალა, მას შინაპატიმრობა მიესაჯა, რომელიც 2026 წლის აპრილში კიდევ სამი თვით გახანგრძლივდა.







