
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეკატერინბურგში გამართულ რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინთან შეხვედრაზე ისაუბრა.
9 ივლისს მთავრობაში ჟურნალისტებთან ბრიფინგზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მთავრობის მეთაურთან ღია, გულწრფელი და მეგობრული საუბარი ჰქონდა.
„მიღწეულია რიგი შეთანხმებები, რომელთა დეტალების გამოქვეყნება ამ დროისთვის არ მინდა. დაველოდოთ მათ განხორციელებას და შედეგებს თავად ნახავთ“, – თქვა ფაშინიანმა.
ნიკოლ ფაშინიანი და მიხაილ მიშუსტინი 6 ივლისს ეკატერინბურგში, საერთაშორისო სამრეწველო კონფერენცია „ინოპრომის“ ფარგლებში შეხვდნენ.







