პოლიტიკა

ამერიკული კომპანია AECOM-ის წარმომადგენლებმა სომხეთში TRIPP-ის პროექტის ადგილი შეისწავლეს

ამერიკული საინჟინრო და საკონსულტაციო კომპანია AECOM-ის წარმომადგენლები სომხეთს ეწვივნენ.

Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ სომხეთში აშშ-ის საელჩოს Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტშია ნათქვამი.

„გასულ კვირას სომხეთში ამერიკულ საინჟინრო და საკონსულტაციო კომპანია AECOM-ს ვუმასპინძლეთ.

AECOM-ის გუნდმა და სომეხი მთავრობის პარტნიორებმა TRIPP-ის ადგილი შეისწავლეს რკინიგზისა და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას, კავშირგაბმულობას და რეგიონულ ინტეგრაციას“, – ნათქვამია პოსტში.

ნახეთ მეტი
Back to top button