
ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დაამტკიცებენ სომხეთისთვის ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად ევროკავშირის ახალი მისიის შექმნას.
„არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.
„ჩვენ ასევე შევთანხმდებით სომხეთისთვის ახალ პარტნიორულ მისიაზე ჰიბრიდული საფრთხეების და უცხოური ინფორმაციული მანიპულირებისა და ჩარევის წინააღმდეგ საბრძოლველად, რომლებსაც ისინი რეალურად აწყდებიან“, – განაცხადა კაია კალასმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელების შეხვედრაზე.







