საზოგადოება
რომელ ქვეყნებშია სიცოცხლის ხანგრძლივობა ყველაზე მაღალი – ტოპ-15

bpn.ge წერს, რომ 2026 წლის მონაცემებით, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით მსოფლიოში პირველ ადგილს მონაკო იკავებს. Visual Capitalist-ის თანახმად, მონაკოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 86.7 წელს შეადგენს.
ამავე რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს სან-მარინო, მას კი მოსდევს იაპონია, სამხრეთ კორეა და ანდორა.
როგორც Visual Capitalist-ი წერს, სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით, მსოფლიოს 30 საუკეთესო ქვეყნის ორ მესამედზე მეტი ევროპაზე მოდის. ამასთანავე, ევროპა არის კონტინენტი, სადაც საშუალო ასაკი ყველაზე მაღალია.
15 ქვეყანა, სადაც სიცოცხლის ხანგრძლივობა ყველაზე მაღალია:
- მონაკო – 86.7 წელი;
- სან-მარინო – 86 წელი;
- იაპონია – 85.1 წელი;
- სამხრეთ კორეა – 84.6 წელი;
- ანდორა – 84.5 წელი;
- შვეიცარია – 84.4 წელი;
- ავსტრალია – 84.3 წელი;
- იტალია – 84.2 წელი;
- სინგაპური – 84.1 წელი;
- ესპანეთი – 84.1 წელი;
- ლიხტენშტაინი – 84.1 წელი;
- მალტა – 83.8 წელი;
- ნორვეგია – 83.8 წელი;
- შვედეთი – 83.7 წელი;
- საფრანგეთი – 83.7 წელი.









