სომხეთში 2022 წელს ინვესტიციების მთლიანმა მოცულობამ 3 მილიარდ 800 მილიონი სრ დრამი შეადგინა. ამის შესახებ როგორც radar.am-ი წერს, სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან კერობიანმა ეროვნულ ასამბლეაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს რეკორდული მაჩვენებელია. „მთელი წლის საშუალო კურსზე თუ გავყოფთ, საუბარია დაახლოებით 3 მილიარდ 800 მილიონი დოლარის ინვესტიციების მოცულობაზე, რაც საკმაოდ დიდი რიცხვია. ვფიქრობთ, ზოგადად, ეს რიცხვი ზევით იქნება დარეგულირებული და სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2022 წ. ჩვენი ინვესტიციების შეფარდება მშპ-სთან იქნება 21.4%, რაც წინა წლის რეკორდულ მაჩვენებელს 20.7%-ს გადააჭარბებს.
ქერობიანმა შეახსენა, რომ მთავრობა მზად არის გაზარდოს ინვესტიციები-მშპ თანაფარდობა 25%-მდე.