სპორტი

ალექსის ოჰანიანმა „ჩელსის“ ქალთა გუნდის 10%-იანი წილი შეიძინა

Reddit-ის თანადამფუძნებელმა ალექსის ოჰანიანმა სუპერლიგის ჩემპიონ „ჩელსის“ ქალთა გუნდის 10%-იანი წილი შეიძინა. მან სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა, რომ ლონდონურ კლუბში თავისი წილისთვის 20 მილიონი ფუნტი (26.52 მილიონი აშშ დოლარი) გადაიხადა. „მე ადრეც დავდე დიდი ფსონები ქალთა სპორტზე და ისევ ვაკეთებ ამას. ვამაყობ, რომ „ჩელსის“ ჯგუფს ინვესტორისა და საბჭოს წევრის რანგში შევუერთდი. ჩემთვის პატივია, რომ შესაძლებლობა მაქვს, დავეხმარო ამ ლეგენდარულ კლუბს ამერიკის საყვარელ „ბარკლეის“ WSL გუნდად დამკვიდრებაში და კიდევ ბევრ სხვაში“, – თქვა ოჰანიანმა. ალექსის ოჰანიანი ადრე „ენჯელ სიტის“ უმსხვილესი აქციონერი იყო, რომელიც მან 2020 წელს დააარსა, სანამ 2024 წელს 250 მილიონ დოლარად გაყიდდა. მან ასევე დააარსა „ნიუ-იორკ ათლეტიკსი“, მხოლოდ ქალთა მძლეოსნობის ტურნირი, რომელიც სექტემბერში დაიწყო და თითოეულმა გამარჯვებულმა 60,000 დოლარი მიიღო.

ნახეთ მეტი
Back to top button