სპორტი

სომხეთის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს გაუსწრო და პირველი ადგილი დაიკავა

სომხეთის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გამართულ 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

როგორც Armenpress-ი იტყობინება სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესრელიზზე დაყრდნპობით, სომხეთმა გუნდურ შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავა, რითაც საქართველოსა და აზერბაიჯანის ნაკრებებს გაუსწრო.

სომხეთის წარმომადგენლებისგან ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულებად მარატ აჭემიანი და ჰაიკ მანუკიანი აღიარეს. 51 კგ წონით კატეგორიაში ფინალში აჭემიანი რუსეთის წარმომადგენელს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად 10:0 ანგარიშით გაიმარჯვა, ხოლო 60 კგ წონით კატეგორიაში ჰაიკ მანუკიანმა ფინალი აზერბაიჯანელ მოჭიდავეს 11:3 ანგარიშით მოუგო.

მარტინ მანჯიკიანს (48 კგ) და იანეს ნაზარიანს (65 კგ) ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მიენიჭათ. მანჯიკიანი ფინალში ბულგარეთის წარმომადგენელთან 2:2 დამარცხდა, ხოლო ნაზარიანი – საქართველოს წარმომადგენელთან.

სომხეთის კიდევ ერთი წარმომადგენელი, 45 კგ წონით კატეგორიაში არარატ ავეტისიანი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. გადამწყვეტ მატჩში ავეტისიანი ბულგარეთის წარმომადგენელს დაუპირისპირდა და მატჩის ბოლო წამებზე გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა ანგარიშით 4:2.

შემდეგ ხალიჩა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს გადაეცემათ.

სომხეთის ახალგაზრდული ნაკრებიდან გამოგზავნილი არიან: არენ ფირუზიანი (45 კგ), არტაკ აღაბეკიანი (48 კგ), ვაჰან აზარიანი (51 კგ), არმენ პაპიკიანი (55 კგ), რაზმიკ ვოსკანიანი (60 კგ), დავით დავთიანი (65 კგ), ავეტიკ თუთხალიანი (71 კგ), ავეტ იენგოიანი (80 კგ), ნარეკ მარტიროსიანი (92 კგ), ლაერტ მოვსესიანი (110 კგ).

ნახეთ მეტი
Back to top button