სპორტი
«Gentleman Award» – ჰენრიხ მხითარიანს „ ინტერის ჯენტლმენის“ ჯილდო გადაეცა

სომხეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილ კაპიტანს ჰენრიხ მხითარიანს „ინტერის ჯენტლმენის“ ჯილდო გადაეცა.
„არმენპრეს“-ის ცნობით, წელს ყველაზე მეტი ჯილდო მილანის „ინტერის“ წარმომადგენლებმა მიიღეს.
ჰენრიხ მხითარიანის გარდა, ჯილდოები ასევე მიიღეს „ინტერის“ პრეზიდენტმა ჯუზეპე მაროტამ, ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ძანეტიმ, ფეხბურთელებმა ლაუტარო მარტინესმა, კარლოს აუგუსტომ და ნიკოლო ბარელამ.
„ბედნიერი ვარ და ეს ჩემთვის პატივია. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ხმა მომცა. ეს ჯილდო ასახავს იმას, თუ ვინ ვარ? არ ვცდილობ, ასეთი ვიყო, უბრალოდ ასე ვიქცევი. შესაძლოა, ეს ჩემი ხასიათია, მაგრამ ამას არ ვამბობ“, – თქვა მხითარიანმა. „ჯენტლმენის ჯილდო“ ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაა, რომელიც მილანში იმართება და „სამართლიან თამაშს“ (Fair Play) ეძღვნება.







