მთავარიპოლიტიკა

„სამოქალაქო კონტრაქტმა“ სომხეთის  პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად რუბენ  რუბენიანი  აირჩია

სომხეთის მმართველმა პარტიამ, „სამოქალაქო კონტრაქტმა“ სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების სპიკერის პოსტზე ალენ სიმონიანის კანდიდატურა უარყო და რუბენ რუბინიანი აირჩია.

ამასთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის პარლამენტის სპიკერის პოსტზე რუბენ რუბინიანის კანდიდატურა მმართველი პარტიის, „სამოქალაქო კონტრაქტის“ სხდომაზე შეირჩა.

მედიის ინფორმაციით, კანდიდატებს შორის იყვნენ ალენ სიმონიანი, ჰაიკ კონჯორიანი და რუბენ რუბინიანი.

„განხილვისა და დახურული, ფარული კენჭისყრის შედეგად რუბენ რუბინიანი ეროვნული კრების სპიკერის კანდიდატად აირჩიეს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ეროვნული კრების სპიკერის არჩევნები ახლადარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე იმართება; ყველა ფრაქციას შეუძლია კანდიდატის წარდგენა. სპიკერი აირჩევა ფარული კენჭისყრით, დეპუტატთა საერთო რაოდენობის უმრავლესობით, ეყოლება სამი მოადგილე, რომელთაგან ერთი ოპოზიციიდანაა.

7 ივნისის არჩევნების შედეგად, პარლამენტში შევიდნენ  პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“, ბლოკები:   „ძლიერი სომხეთი “ და „სომხეთი“.

ნახეთ მეტი
Back to top button