მთავარიპოლიტიკა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ანდრანიკ სიმონიანთან სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას დელეგაციასთან ერთად ეწვია, იტყობინება Georgia Online საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში გეკა გელაძე სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორს, ანდრანიკ სიმონიანს შეხვდა.

„შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები, რეგიონში განვითარებული მოვლენები და არსებული გამოწვევები. ასევე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას გლობალური საფრთხეების დაძლევის პროცესში“, – აღნიშნავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

გეკა გელაძემ სომეხ კოლეგას მადლობა გადაუხადა სტუმართმოყვარეობისთვის და საქართველოში საპასუხო ვიზიტით მიიწვია.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები, თამაზ ბორაშვილი და ალექსანდრე მაისურაძე.

ნახეთ მეტი
Back to top button