მთავარისაზოგადოება

ლეონარდო და ვინჩი და სომხეთი

ყოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე,  გენიალური ლეონარდო და ვინჩის მემკვიდრეობის გარკვეულ ნაწილს   სომხური კვალი ემჩნევა. რა გვაძლევს იმის საბაბს, რომ ასე ვიფიქროთ?  მილანის ბიბლიოთეკაში „ამბროსიანა“    (Biblioteca Ambrosiana)   ინახება ლეონარდოს   ხელნაწერული  მემკვიდრეობის უმეტესი ნაწილი. მათ შორის არის ხელნაწერი სახელწოდებით  “სომხური წერილი”.

ლეონარდოს ხელნაწერების შესწავლა ძნელი და რთული ამოცანაა.   და ვინჩის დღიურების ძირითადი ნაწილი იმ მასალების კრებულია, რომელსაც თავად ლეონადრო ასე აღწერს:

“სხვადასხვა ფურცლების ასლებისაგან შემდგარი მოუწესრიგებელი კრებული, რომელთაც აქ მოვუყარე თავი, იმედით, რომ მოგვიანებით შესაბამისი თემატიკის მიხედვით მოვაწესრიგებ.”

1478-1518 წლებში შესრულებული ხელნაწერი ლეონარდოსთვის მახასიათებელი სარკისებური წერის მანერითაა შესრულებული, მარჯვნიდან მარცხნივ.  ის რამდენიმე გაურკვეველ ნიშანს ტოვებდა ხელნაწერებში, შეცდომაში შემყვანს, წინასწარგანზრახულად უშვებდა შეცდომას.  თქვენ უნდა გამოიყენოთ იდუმალი საშუალებები, რომ წაიკითხოთ იდუმალი ლეონარდოს ხელნაწერები. მაგალითად ისინი იკითხება სარკის გამოყენებით და ა.შ.

ამასთან, ხელნაწერებში აშკარადაა წარმოდგენილი სომხეთი. ხელნაწერის უკანა გვერდზე კი სომხეთის ერთი ნაწილის რუკაა გამოსახული.

საქმე იმაშია, რომ დავინჩმცოდნეობაში მისი ბიოგრაფიული ცხოვრების ერთი წელი, 1481-82 წლები, ღიაა. არსად არ არის ნახსენები, სად იმყოფებოდა იგი იმ პერიოდში და რა ქნა. თითქოს მისი ცხოვრება შეწყდა 1481 წლის ზაფხულში და მხოლოდ 1482 წლის შემოდგომაზე გაგრძელდა.
თუ გავყვებითმის კვალს ის სომხეთში მიგვიყვანს.  ამის საფუძველს იძლევა  “სომხური წერილი”.  წერილში ლეონარდო მიმართავს ლეონარდოს მიმართავს, როგორც “ბაბილონის წმინდა სულთანს, სირიის დევადარს”.   რატომ ბაბილონი, რა არის ბაბილონი? შუა საუკუნეების ლიტერატურაში კაიროს ჩვეულებრივ მოიხსენიებდნენ როგორც ბაბილონს. მაგალითად, მარკო პოლო, თავის “მილიონში” ბაბილონის მითითებით, ეგვიპტის დედაქალაქს გულისხმობს. დევადარი არის სპარსული სიტყვა, რაც ნიშნავს ოფიციალურ პირს ეგვიპტის სამეფოში.

იმ წლებში კილიკია, ისე როგორც სირია  უკვე დაპყრობილი იყო ეგვიპტის მამლუქების მიერ. ამავე დროს, იყო საშიშროება  ოსმალეთის თურქეთის შემოსევების. ამ უკანასკნელის გათვალისწინებით, ეგვიპტის ხელისუფლება იწვევს ლეონარდოს, როგორც არქიტექტორს, საინჟინრო სამუშაოების შესასრულებლად და სასაზღვრო ციხეების გასამაგრებლად. ამ მიზნით, ლეონარდო კილიკიაში მიდის, შემდეგ კი, სავარაუდოდ, სომხეთში ჩადის.
ამის შესახებ თავად ავტორი მოგვითხრობს თავის წერილში. ის შავით თეთრზე წერს, რომ სომხეთში წავედი, ამა თუ იმ ადგილზე ვიყავიო. ის საუბრობს  ტავროსის  მთაზე. წერილში მთების ნახაზიც კი ჩანს და წარღვნის სურათიც. შემდეგ ყველაფერი დეტალურადაა გაწერილი. გვეუბნება, რომ ის მიწისძვრის მომსწრეც კი გახდა.  აღწერილია, თუ როგორ მოჰყვა  მიწისძვრას  წყალდიდობა, რომ ადამიანები, კაცები და ქალები, თხის ფარასავით თავს აფარებდნენ ეკლესიებს. უფრო მეტიც, იგი აღნიშნავს, რომ მათთან იყო. შემდეგ ის ამბობს, რომ თუ ადრე ადგილობრივი მოსახლეობა მათ მტრად მიიჩნევდა,  მაშინ კატასტროფის დროს მათ ეს დაავიწყდათ. მათი დახმარების გარეშე ისინი უბრალოდ შიმშილით მოკვდებოდნენ.

ახლა რა სახის მიწისძვრაა ეს? მიწისძვრის ისტორიაში არც ისე ბევრია შემთხვევა, როდესაც მათ წყალდიდობა ახლავს თან. მაგრამ ასეთი ფაქტი ჩვენს ქვეყანაში მოხდა იმ წელს, 1482 წელს. მიწისძვრა შეირყა ქალაქ იერზნკაში, შემდეგ კურო იშლება და გადაედინება მდინარე ევფრატში, რის შედეგადაც დატბორილია მთელი ქალაქი. მიზეზი, რის გამოც ლეონარდო და მისი კაცები ადგილობრივი მოსახლეობის მტრები იყვნენ, აშკარაა. რადგანაც ისინი ეგვიპტელების ბრზანებით იყვნენ აქ მოსულები, ბუნებრივია, ისინი სომხებისთვის მტრად უნდა აღქმულიყვნენ. კილიკია ხომ ეგვიპტემ დაიპყრო.

ავტორი: გოჰარ ვართანიანი

წყარო: „hhpress.am

ნახეთ მეტი
Back to top button