მთავარიპოლიტიკა

ლავროვმა განმარტა, თუ რატომ არ მიაქციეს ყურადღება მთიანი ყარაბაღის შესახებ ირანის პროგრამას

სომხეთს და აზერბაიჯანს უნდა აერჩიათ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების ფორმატი, სწორედ ამით არის განპირობებული განცხადების მონაწილეების შემადგენლობა და ის, თუ რატომ არ მიაქციეს ყურადღება ყარაბაღის კონფლიქტის საკითხით ირანის პროგრამას. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, იუწყება ,,რია ნოვოსტი“.

”ახლა ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ ვინ და როდის შეძლო ან ვერ მოახერხა კონფლიქტის მოგვარება. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ფორმატი უნდა შეერჩიათ აზერბაიჯანს და სომხეთს. სწორედ ამით არის განპირობებული განცხადების მონაწილეების შემადგენლობა. და ამის მცდელობა არ ყოფილა ირანის ან თურქეთის ხარჯზე. ახლა მნიშვნელოვანია ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ უნდა დასრულდეს ყველა შეთანხმება და დაპირისპირების რეგიონი იქცეს თანაცხოვრების, უკეთეს შემთხვევაში კი მეზობლობისა და თანამშრომლობის რეგიონად”, – აღნიშნა მან ირანის სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში, პასუხი გასცა რა შეკითხვას, თუ რატომ არ მიაქციეს ყურადღება მთიანი ყარაბაღის შესახებ ირანის სამშვიდობო პროგრამას.

”მთიანი ყარაბაღის შემთხვევაში, ჩვენ ვხელმძღვანელობდით სისხლისღვრის დასრულების მისწრაფებით. კონფლიქტის მხარეებმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა, რუსეთის ფედერაციის შუამავლობით გამოხატეს ამის სურვილი. აქ ”ფარული” აზრი არ არსებობს. სხვათა შორის, არ მახსოვს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრად მუშაობის პერიოდში, ჩემს ირანელ კოლეგებთან კონტაქტის დროს, ყარაბაღის საკითხისადმი ინტერესი ყოფილიყო და ამას ჩვენი კონსულტაციების ან მოლაპარაკებების დროს აკეთებდნენ”, – დასძინა ლავროვმა.

მან აღნიშნა, რომ ირანის შეშფოთება გასაგებია, რადგან აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია გავლენას მოახდენს ირანის სატრანზიტო ინტერესებზე.

”კონფლიქტის საბოლოო შედეგი უნდა იყოს ურთიერთობების ნორმალიზება მთელ რეგიონში. 9 ნოემბერს სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერების მიერ ხელმოწერილი ერთობლივი განცხადება აშკარად ასახავს იმ ძირითად მიმართულებებს, რომლებიც ასევე იყო ირანის მიერ წამოჭრილ ინიციატივაში კონფლიქტის ცხელ ფაზაში”, – აღნიშნა რფ სსმ-მა.

ნახეთ მეტი
Back to top button