მთავარიპოლიტიკა

სომხეთის ფინანსთა მინისტრმა კომენტარი გააკეთა Standard & Poors- ის მიერ მინიჭებულ რეიტინგზე

Standard & Poors- ის  რეიტინგის მოპოვება და  მისი კიდევ უფრო გაუმჯობესება, საშუალებას მისცემს სომხეთის მთავრობას საერთაშორისო ბაზრებიდან მოიზიდოს სესხი უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთით და ასევე შეამცირებს კერძო კომპანიებისთვის ფულადი სესხის მოზიდვის  ღირებულება. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრმა ტიგრან ხაჩატრიანმა განაცხადა “არმენპრესთან” საუბრისას, შეეხო რა  ავტორიტეტული Standard & Poors სარეიტინგო ორგანიზაციის მიერ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობისათვის „დადებითი“  პერსპექტივით სუვერენული რეიტინგის მინიჭებას.  

რაც უფრო მაღალია ქვეყნის სუვერენული რეიტინგი, მით ნაკლებია რისკები, მით უფრო დაბალია კერძო კომპანიის ფულადი  სესხების მოზიდვის ღირებულება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათი საპროცენტო განაკვეთები მცირდება.

„სომხეთის მთავრობამ გაიარა ეს შეფასება იმისთვის, რომ მიეღო ეს რეიტინგი, ბუნებრივია მან გარკვეული ხარჯები გაიღო თავისი რეიტინგის გამოცხადების სანაცვლოდ.   ხარჯები, რომელიც განხორციელდა სომხეთის მთავრობის მიერ, ეს არის დანაზოგი კერძო ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც იგივე უნდა გაეკეთებინათ, თითოეულს ცალ-ცალკე ამ გზის გადასალახავად“, – აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ Standard & Poors სარეიტინგო ორგანიზაციამ  2021 წლის 12 ოქტომბერს,  პირველად მიანიჭა სომხეთის მთავრობას “B +”  „დადებითი“ პერსპექტივის სუვერენული რეიტინგი,  რაც გულისხმობს უცხოური და ეროვნული ვალიუტით გრძელვადიანი ფასიანი ქაღალდების გამოცემას.

ნახეთ მეტი
Back to top button