ეკონომიკა

სომხეთის საერთაშორისო რეზერვებმა 5.7 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილე

სომხეთის საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილემ, არმენ ნურბეკიანმა, ეროვნულ ასამბლეაში განაცხადა. „წელს რეზერვების რეკორდულად მაღალი დონე გვაქვს. ის უკვე 5.7 მილიარდ დოლარზე მეტია“, – განაცხადა ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილემ. მისი თქმით, მხოლოდ წელს ცენტრალურმა ბანკმა დაახლოებით 1.1 მილიარდი დოლარის უცხოური ვალუტა შეიძინა. „მხოლოდ წელს ჩვენ დაახლოებით 1.1 მილიარდი დოლარის უცხოური ვალუტის რეზერვი შევიძინეთ“, – აღნიშნა ნურბეკიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button