
რუსეთის საბანკო სისტემა შესაძლოა „ფეთქებადი“ კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს, რადგან სამხედრო ეკონომიკის ხარჯების უმეტეს ნაწილს ბანკები იღებდნენ, იტყობინება Reuters ევროპული სადაზვერვო სააგენტოს კონფიდენციალურ ანგარიშზე დაყრდნობით.
ანგარიში ევროპელი ჩინოვნიკებისთვის ივნისში მომზადდა ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტის მიღებამდე. ანგარიშის თანახმად, რუსეთის ხელისუფლება აიძულებს ბანკებს, სუბსიდირებული სესხები გასცენ თავდაცვის კომპანიებს, რეგიონულ სახელმწიფო პროექტებს და სახლის მყიდველებს. აღნიშნულია, რომ ეკონომიკური შოკი შეიძლება მოხდეს, მაგალითად, ბანკების წინააღმდეგ სანქციების პაკეტის შემთხვევაში.
Reuters-ი წერს, რომ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა უარი თქვა ანგარიშის დასკვნებზე კომენტარის გაკეთებაზე.
ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი შესაძლოა ივლისში იქნას მიღებული. ახალი სანქციებით შესაძლოა თითქმის 90 ბანკი დაზარალდეს, რაც საერთაშორისო კავშირების მქონე რუსული ბანკების ნახევარზე მეტს შეზღუდვებს დააკისრებს. გარდა ამისა, პაკეტი შეიძლება მოიცავდეს კრიპტოვალუტის ქსელებს, დრონების მწარმოებლებს, ნავთობის სავაჭრო კომპანიებს და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს.







