ეკონომიკამთავარი

მინისტრი ჰაკობ არშაკიანი თეირანში კონფერენცია “სმართ ირან”-ში მონაწილეობს

სრ მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრი ჰაკობ არშაკიანი ირანის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრ მოჰამმად-ჯავად აზარი ჯაჰრომის მოწვევით 17-19 ივლისს თეირანში მონაწილეობას იღებს  კონფერენციაში “სმართ ირან”, რომლის  გახსნის ცერემონიას ასევე ესწრებოდა ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი.

კონფერენციას ესწრებოდნენ რუსეთის, ერაყის, აზერბაიჯანის, თურქეთის და მრავალი სხვა ქვეყნის დელეგაციები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი არშაკიანი დაესწრო ირანის ყველაზე მხვილი ელექტრონული და კომპიუტერული ტექნიკის “ELCOMP-2019” -ის 25-ე საერთაშორისო გამოფენის გახსნას. ELCOMP -ი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში ირანულ ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო და ტექნოლოგიური ღონისძიებაა, რომელშიც  ყოველწლიურად მონაწილეობს დაახლოებით 1500 კომპანია  20-ზე მეტი ქვეყნიდან.


ნახეთ მეტი
Back to top button