მთავარიპოლიტიკა

დღისათვის სომხურ -ქართული ურთიერთობები მეტად საიმედო პირობებშია

წელს სომხეთი და საქართველო აღნიშნავენ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 27 წლისთავს. ორივე ქვეყანას მიაჩნია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლური ურთიერთობები გაძლიერდა, რაც მსოფლიოში უნიკალური და სამაგალითოა

დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წელს. სომხეთის რესპუბლიკის საელჩომ თბილისში მოქმედება დაიწყო ერთი წლის შემდეგ – 1993 წელს,  დიპლომატების თქმით, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დღეს მაღალ დონეზეა, ხაზი გაესვა იმ ფაქტსაც, რომ ორ მეზობელ ქვეუანას შორის ურთიერთვიზიტები კიდევ უფრო  ხელს უწყობენ ამ ურთერთობას.

სომხეთის ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი: ”ნამდვილად ჩვენი ურთიერთობა ახლა ძალიან მაღალ დონეზეა”.

სომხეთის ელჩ რუბენ სადოიანის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან

რა თქმა უნდა, არის გარკვეული პრობლემები, მაგრამ მათი გადაჭრა შესაძლებელია, ამბობს თენგიზ შარმანაშვილი, საქართველოს ყოფილი ელჩი სომხეთში, ამჟამად კი საქართველოს პარლამენტის სპიკერის მრჩეველი, ხაზს უსვამს, რომ იგი დაბრუნდა სომხეთიდან იმის გაცნობიერებით, რომ  მუშაობის პერიოდში წამოჭრილმა  პრობლემებმა ჩრდილი არ უნდა მიაყენოს ორი მეგობრული ერის ურთიერთობებს.  „ორი ერი დაკავშირებულია თბილი, მრავალსაუკუნოვანი მეგობრული კავშირით, მიუხედავად ხელისუფლების შეცვლისა, ეს კავშირი კიდევ უფრო  ვითარდება და ძლიერდება. ამიტომ მოხარული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა ისეთ დონეზეა, რომ დღეს მთავრობებს შეუძლიათ მხოლოდ კიდევ უფრო წინ წასწიოს ის“.  ”

ჩვენი დღევანდელი ურთიერთობის ძირითადი საფუძველია ჩვენი წინაპრების მიერ საუკუნეების წინ აშენებული მეგობრული ურთიერთობანი, რომელსაცჩვენ ახლებური სული უნდა ჩავბეროთ, ამბობს  საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, სომხეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე გიორგი ვოლსკი და აღნიშნავს რომ  რევოლუციურმა სომხეთის მთავრობამ  პირველ ადგილზე  დააყენა საქართველოსთან ურთიერთობის განვითარება, რაზეც საქართველო შესაბამისად პასუხობს.

„ეს არის ჩვენი მონაპოვარი, რასაც საუკუნეების განმავლობაში მივაღწიეთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოზიციები ზოგიერთ საკითხთან და რეზოლუციებთან მიმართებაში ბოლო დროს არ ემთხვევა, ჩვენი კეთილმეზობლური, ეთნიკური და პოლიტიკური ურთიერთობები ისე ძლიერია, რომ ჩემი აზრით,  მსოფლიოში არ არსებობს ორმხრივი ურთიერთობების მსგავსი  მაგალითი“.

სომხეთ-საქართველოს პარლამენტთაშორისო ჯგუფის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში

სომხურ-ქართული მეგობრობა დღეს არ ჩამოყალიბებულა, მას საუკუნეების ისტორია აქვს, დღეს კი მისი შენარჩუნების პრობლემა დგას. ამბობს სომხეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერი ლენა ნაზარიანი და საუბრობს იმაზე, თუ რა მესიჯი მიაწოდა მან თავის ქართველ კოლეგებს საქართველოში მისი ვიზიტისას.

„სომხეთ-საქართველოს ურთიერთობები თავისუფალი უნდა იყოს გეოპოლიტიკური გავლენისგან. მხარეებმა მოკლევადიანი შედეგების გამო არასოდეს არ უნდა შეაფერხონ სომხურ-მეგობრული ურთიერთობები. ვფიქრობ, რომ დღეისათვის საქართველოშიც ამ აზრისანი არიან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობები დღეს ძალიან უსაფრთხო გარემოში იმყოფება. ”

 საქართველოს ოპოზიციური პარტია  „ევროპული საქართველოს“  დეპუტატი გიგა ბოკერია:

„ჩვენი ქვეყნები და ხალხები დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდნენ  თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მისაღწევად, ამჟამად  ჩვენ გვაქვს ორი დამოუკიდებელი და მეგობრული ქვეყანა  27 წლის დიპლომატიური ურთიერთობების სტაჟით, რაც თავის მხრივ დიდი მიღწევაა. წინ კიდევ  უფრო  სერიოზული გამოწვევებია, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენი რეგიონი, ჩვენი ორი ქვეყანა, შეძლებს მათ გადალახვას და ყველა ჩვენგანს ღირსეული ცხოვრებით უზრუნველყოფს“.

რუსლან პოღოსიანი, სომეხი დეპუტატი, რომელიც წარმოადგენს პარლამენტში მმართველ პარტიას, ამბობს, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის ყველა საკითხი მოგვარებადია, ორი ქვეყნის ოფიციალური პირები დღეს ამ მიმართულებით დიდ საქმეს აკეთებენ,  „ბოლო ერთი წლის განმავლობაში პრემიერ-მინისტრების ურთიერთვიზიტების  უპეცედენტო  რაოდენობა აღირიცხა“,-ამბობს ის. დასასრულს, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ დასძინა, რომ

ნახეთ მეტი
Back to top button