საზოგადოება

ეკონომიკის მთავარი გამოწვევა: საქართველოს ხელისუფლება ფასების ზრდას ებრძვის

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ეროვნული ბანკის პოლიტიკა მთლიანად არის მიმართული ქვეყანაში ინფლაციური პროცესების მაქსიმალურ შეკავებაზე, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ხუთშაბათს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. წერს „სპუტნიკი-საქართველო“.

ნოემბერში ინფლაციის წლიურმა დონემ მოსალოდნელი 3%-ის ნაცვლად 7% შეადგინა. სურსათზე ფასები უკვე 13,4%-ით გაიზარდა. ექსპერტები ფასების ზრდას ეროვნული ვალუტის გაუფასურებას უკავშირებენ.

„ინფლაცია არის უდიდესი გამოწვევა ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკისა, ამას რეალისტურად ვაფასებთ, ვიცით რამდენად მძიმეა მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სიღარიბის დაძლევა და ინკლუზიური ეკონომიკა არის ჩვენი პრიორიტეტი“, – განუცხადა ჟურნალისტებს თურნავამ.

თურნავამ აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ესმის, რამდენად მტკივნეულად აისახება მოსახლეობაზე მიმდინარე ეკონომიკური პროცესები.

„ზოგჯერ ისეთ არაპოპულარულ ნაბიჯებზეც მივდივართ, რომელიც ეკონომიკური ზრდის შემაკავებელიც კი არის. მაგრამ ამავდროულად ჩვენ ავამოქმედეთ ეკონომიკური ზრდის წახალისების სხვა ბერკეტები, როგორიც არის პრივატიზაცია, წიაღის რეფორმა, დასაქმების ხელშეწყობა“, – განაცხადა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button