ეკონომიკამთავარი

ახალი გადაწყვეტილება. სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე შესაძლებელია სანებართვო დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით წარდგენა.

10 ივნისის სხდომაზე მთავრობამ შეიტანა ცვლილებები მთავრობის რიგ გადაწყვეტილებებში, რომლითაც სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებსა და საგარეო საქმიანობის სერვისულ ცენტრებში ინერგება პრინციპი “ერთი გაჩერება, ერთი ფანჯარა”.

საკითხის წარდგენისას, სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ რაფიკ მაშადიანმა აღნიშნა, რომ ამჟამად მეწარმე სუბიექტები შესაბამისი ნებართვის მისაღებად უფლებამოსილ ორგანოს გადასცემენ საჭირო დოკუმენტებს ფოსტით ან პირადად, აგრეთვე აღნიშნული მეწარმე სუბიექტები უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნით ასევე აწვდიან დამატებით- ხელზე ან თანხლები წერილით (ფოსტით).

იმისათვის, რომ აღნიშნული პროცესი გახდეს ელექტრონული, კერძოდ, “ერთი გაჩერება, ერთი ფანჯარა” სრ საგარეო სავაჭრო პლატფორმასა და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებს შორის “ურთიერთქმედების” პლატფორმის დანერგვის, ისევე როგორც პროგრამული გადაწყვეტის მიზნით ხორციელდება ,,ერთობლივი განაცხადი“ სისტემის დანერგვა, რომლის შედეგად გათვალისწინებულია  შესაბამისი სანებართვო დოკუმენტების მიღების განცხადების, აგრეთვე მათი თანმხლები დოკუმენტების შევსება და ატვირთვა ელექტრონული ვარიანტით.

მაშადიანის თქმით, ახალი ცვლილებებით, სანებართვო დოკუმენტაცია უფრო მოკლე დროში მიიღება. კერძოდ, შესაბამისობის განაცხადისთვის დადგენილი 5 სამუშაო დღე ხდება 2 სამუშაო დღე.

“ერთი გაჩერება, ერთი ფანჯრის” პრინციპის საფუძველზე, “ერთობლივი განაცხადის” სისტემის დანერგვის შედეგად მეწარმეებისთვის შეიქმნება უფრო კომფორტული პირობები, რადგან საგარეო ვაჭრობის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების მიღების და წარდგენის პროცესი განხორციელდება ელექტრონულად, რაც შეამცირებს განბაჟების გაფორმების ვადებს, აგრეთვე, საბაჟო ოპერაციების განხორციელება შესრულდება უფრო ეფექტურად, იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს გამოწვევა სახელმწიფო მართვის სისტემის ორგანოების და სხვა ორგანიზაციების მიერ გაწეული მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესებისათვის, ექსპორტ – იმპორტის პროცედურების გამარტივებისთვის და ავტომატიზაციისთვის.

პროექტი ასევე ითვალისწინებს რამდენიმე სანებართვო დოკუმენტის განხილვის ვადის შემცირებას, რადგან დოკუმენტაციის წარდგენა იგეგმება ელექტრონულად, რაც მაქსიმალურად შეამცირებს ვადებს, მოკლევადიან პერიოდში ბიზნესის შესაბამის მომსახურებას, შემცირდება საქონლის იმპორტის ან ექსპორტის დროს დახარჯული დროის  პერიოდი.

ნახეთ მეტი
Back to top button