ანალიტიკამთავარი

სოჭის განცხადების დადებითი და უარყოფითი მხარეები

სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების განცხადება რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს შეიცავს. ამის შესახებ „Sputnik სომხეთის“  ჟურნალისტთან საუბარში აზერბაიჯანმცოდნემ, ექსპერტმა გარნიკ დავთიანმა განაცხადა. მისი თქმით, პირველ რიგში, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ 26 ნოემბრის განცხადებამ მაინც სერიოზული დარტყმა მიაყენა ანტირუსულ პროპაგანდას აზერბაიჯანში სამშვიდობოების საქმიანობის შესახებ.

„შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად, ჩვენ შევძელით ანტიპროპაგანდის პრევენცია დოკუმენტურად.  ეს მნიშვნელოვანია,  სამშვიდობოების სამართლებრივი სტატუსის შემდგომი კონსოლიდაციის თვალსაზრისით“, – განაცხადა მან.

სამშვიდობოების საქმიანობას, რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს  არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც, სამწუხაროდ, სამმხრივ განცხადებაში არ იქნა  გათვალისწინებული. განცხადებაში ნათლად არის ხაზგასმული ის ნაწილი, რომელიც ეხება დემარკაციის პროცესს, თუმცა ტექსტში არ არის რაიმე დებულება სომხური მხარისთვის. მაგალითად,  არ არის ნახსენები ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანმა სომხეთის რესპუბლიკის ზოგიერთი ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა სიუნიქისა და გეღარქუნიქის რაიონებში 12 მაისიდან, ამიტომ წერილობით დოკუმენტში მისი არ ხსენება ფაქტიურად ოფიციალური ერევნის  მხრივ დაშვებული შეცდომაა.

„არ უნდა ველოდოთ,  რომ აზერბაიჯანი გამოიჩენს კეთილ ნებას და უკან დაიხევს სომხეთის ოკუპირებული  სუვერენული ტერიტორიებიდან. მართალია, აზერბაიჯანული მხარე მუდმივად ხაზს უსვამს სიტყვა „დერეფანს“, მაგრამ განცხადების ტექსტში მხოლოდ სატრანსპორტო არხების განბლოკვა დაფიქსირდა.  აქ რაიმე კონკრეტულის თქმა ნაადრევია, რადგან მოლაპარაკებების დროს ჯერ კიდევ საჭიროა გაირკვას, თუ როგორ მოხდება ზემოაღნიშნული განბლოკვა, რა მეთოდებით განხორციელდება ტვირთის გადაზიდვა, როგორ გაკონტროლდება პროცესი“, -აღნიშნა ექსპერტმა.

დავთიანის თქმით, განცხადების ტექსტში არაფერია ნათქვამი ტყვეთა პრობლემაზე, რაც ჩვენთვის საკმაოდ მგრძნობიარე თემაა. მისი თქმით, სიტყვების გარდა, საერთაშორისო ურთიერთობებში ძალიან მნიშვნელოვანია დოკუმენტებში გათვალისწინებული დებულებები, სოჭის სამმხრივ განცხადებაში კი არ არის მითითებული, თუ როგორ უნდა მოხდეს ტყვეთა  დაბრუნება.

„ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ფარგლებში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე მოლაპარაკებების განახლება. მართალია, ფაშინიანმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ამ საკითხის მნიშვნელობას, მაგრამ დოკუმენტში ამის შესახებ არც ერთი სიტყვა არაა ნახსენები“, – ამბობს დავთიანი.

ბრიუსელში 15 დეკემბერს დაგეგმილ ფაშინიან-ალიევის  შეხვედრაზე აზერბაიჯანელმა ექსპერტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი აგრძელებს დომინირებას სამხრეთ კავკასიაში, აქ უფრო იგრძნობა  მისი საგარეო პოლიტიკური ინტერესები. რუსულ მხარესთან შეხვედრის პრიორიტეტი იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთი პოზიტიურ სიგნალებს უგზავნის  ბრიუსელში გასამართავ  შეხვედრას, სადაც შეეცდებიან  კვლავ გააცოცხლონ  მოლაპარაკებები  მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ფორმატით.

ნახეთ მეტი
Back to top button