მთავარისაზოგადოება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ეს ხარისხი, როცა მოქალაქეა პატრონი და გადამწყვეტი, ჩვენი დიდი ხნის ოცნებაა – აღსრულებული. ფაშინიანი

რაც არ უნდა აშკარა იყოს, რომ ჩვენი დღის წესრიგის პრიორიტეტები დაკავშირებულია გარე გამოწვევებთან, მაინც უნდა განვაცხადო, რომ ადგილობრივი არჩევნების ეს ხარისხი, როცა მოქალაქეა პატრონი და გადამწყვეტი, ჩვენი დიდი ხნის ოცნებაა – აღსრულებული. ამის შესახებ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

„ვიცი და მესმის მოსაზრება, რომ ჯობდა არჩევნები გაყალბებულიყო, მაგრამ უსაფრთხოების უფრო მაღალი დონე გვქონოდა, მაგრამ ჩემი რწმენა იყო, არის და იქნება, რომ არჩევნების გაყალბების მრავალწლიანმა პრაქტიკამ გაანადგურა 90-იანი წლების ადრეულ პერიოდში ჩამოყალიბებული სახელმწიფო წინააღმდეგობის სისტემა და  ჯაჭვური რეაქციებით მიგვიყვანა უსაფრთხოების კატასტროფებამდე. სახელმწიფოებრიობა და სახელმწიფო ინსტიტუტები – ეს უნდა იყოს ჩვენი მომავლის გარანტი”, – დაწერა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button