საზოგადოება

შთამბეჭდავი შეხვედრა თოჯინების სახლში (ფოტო)

29 მარტს, საქართველოს ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი  “გარი დავთიანის თოჯინების სახლში” ერევანიდან ჩამოსულ მ.სებასტასის სასწავლო კომპლექსის მოსწავლეებს და მათ თანმხლებ პედაგოგებს შეხვდა. ცნობას საქართველოში სრ საელჩოს Facebook-ის გვერდი აქვეყნებს.

მიესალმა რა დამსწრეებს, სომხეთის ელჩმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ საგანმანათლებლო კომპლექსში მრავალი წელია ისწავლება ქართული ენა და ლიტერატურა და ამ გზით შენდება თანამშრომლობის ძლიერი ხიდები ორ სახელმწიფოს შორის.

ა.სმბატიანმა გამოთქვა რწმენა, რომ სამომავლოდ საგანმანათლებლო კომპლექსის კურსდამთავრებულები თავიანთი წვლილს შეიტანენ სომხურ-ქართული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის განვითარებასა და შემდგომ განმტკიცებაში.

საგანმანათლებლო კომპლექსის ქართული ენის მასწავლებელმა რინა შაგინიანმა სიხარულით აღნიშნა, რომ მის სკოლასა და საქართველოს პარტნიორ სკოლებს შორის თანამშრომლობის გეოგრაფია ფართოვდება საქართველოს რეგიონების ჩათვლით.

“გარი დავთიანის თოჯინების სახლის” სტუმრები დაესწრნენ  თოჯინების შემქმნელის  ჟანა დავთიანის იმპროვიზირებულ  წარმოდგენას.

ნახეთ მეტი
Back to top button