საზოგადოება

ტრამპმა უარი თქვა ათათურქის მავზოლეუმის მონახულებაზე, რაც ცერემონიის სავალდებულო ნაწილად ითვლება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარი თქვა თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის, ათათურქის მავზოლეუმის მონახულებასა და გვირგვინის დადებაზე.

აშშ-ის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას თურქეთში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. თურქმა ოპოზიციონერმა ფიგურებმა დაგმეს ხელისუფლების ტოლერანტობა ამ ფაქტთან დაკავშირებით. თურქეთის ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ოზგურ ოზელმა, ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ტრამპი  აშშ-ის პირველი პრეზიდენტია, რომელმაც უარი თქვა ათათურქის მავზოლეუმის მონახულებაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button