მთავარისაზოგადოება

“მე ვარ სომეხი და მახსოვს 90-იანი წლები”, – ვარდანიანი კოროვირუსზე და სამყაროს ტრანსფორმაციაზე

ცნობილმა ბიზნესმენმა და ქველმოქმედმა რუბენ ვარდანიანმა ახალი კოროვირუსული ეპიდემიის შედეგებზე ისაუბრა.
ერევანი – სპუტნიკი. “ტროიკას დიალოგის” დამფუძნებელს, მეწარმეს და ქველმოქმედს რუბენ ვარდანიანს ხშირად ეკითხებიან კოროვირუსით გამოწვეული სიტუაციის გამო მომარაგებული აქვს თუ არა საკვები? ამის შესახებ ბიზნესმენმა განაცხადა ტელეარხ ,,რბკ“-სთან ინტერვიუში.
”მე ვცხოვრობდი სომხეთში და ვნახე 90-იანი წლების დასაწყისში თვალის დახამხამებაში როგორ გათიშეს შუქი, დაიწყო ბლოკადა, ომი და როგორ გაჩერდა ყველაფერი. ჩვენს სახლში 12 გრადუსი იყო, ღუმელი გვედგა და ხის ღუმელით უნდა გაგვეთბო სახლი, სადაც უამრავი წიგნი იყო და არა მხოლოდ”,- აღნიშნა ვარდანიანმა.
სწორედ ამიტომ, ბიზნესმენს სახლში ყოველთვის აქვს ფანარი და მცირე რაოდენობით საკვები. ვარდანიანმა აღიარა, რომ ”ამის გამო ყველა დასცინის მას”. და როდესაც კორონავირუსის ირგვლივ არეულობა დაიწყო, მისმა მეუღლემ ვერონიკა ზონაბენდმა გაიცინა და თქვა, რომ ამაო არ არის, რომ მან ეს ყველაფერი იყიდა.
აღსანიშნავია, პირველი შემთხვევა არ არის, რომ ბიზნესმენი აღიარებს, რომ არ ავიწყდება “შავი დღის” პურის მარაგის შესახებ და ფიქრობს, რომ ეს არის სომეხი ხალხის გენეტიკური და ისტორიული მეხსიერების გამოვლინება, ერი, რომელმაც ნახა გენოციდი, ბლოკადა და ომი.
ის დარწმუნებულია, რომ სამყარო ახალ ეპოქაში შედის. ეს ეხება არა მხოლოდ პანდემიას, არამედ იმას, რომ საზოგადოებაც უნდა შეიცვალოს.
”თუ უკან გავიხედავთ, ვნახავთ, რომ ისტორიაში ყოველთვის იყო ცვლილებები ომის ან პანდემიის შედეგად. ისინი ისტორიული ეტაპებია”,- აღნიშნა ვარდანიანმა.
ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ ევროპა ბოლო 75 წლის განმავლობაში ცხოვრობდა გლობალური ომის და ეპიდემიის გარეშე. მსგავსი რამ კი ამა თუ იმ მოცულობით ხდება ყოველ 50 წელიწადში ერთხელ. მისი აზრით, რაღაც ეტაპზე, გარკვეული წინაპირობებისგან დამზადებული ძველი მოდელები წყვეტენ ფუნქციონირებას. და კრიზისები საჭიროა სწორედ ცვლილებებისთვის.
ქველმოქმედის თქმით, ახლა არასოდეს იქნება უწინდელივით. და ეს არ ნიშნავს იმას, რომ კაცობრიობა დაბრუნდება სოფელში, სადაც იქნება სანთლები და წიგნს წაიკითხავენ ჩირაღდნის შუქის ქვეშ.
”ჩვენ, თითქოს სპირალურად მივდივართ იმისკენ, რომ ოჯახი არის დასაყრდენი. ჩვენ დავიწყებთ იმის გააზრებას, რომ  ეკოსისტემა მნიშვნელოვანია, ისევე როგორც მიგრაცია იქნება დიდი ქალაქებიდან პატარა ქალაქებში. დაუბრუნდებიან ძველს განვითარების ახალ ეტაპზე”, – აღნიშნა ვარდანიანმა.
ბიზნესმენის თქმით, ამ სიტუაციაში ყველაზე მეტად დაზარალდება მცირე და საშუალო ბიზნესის საქმიანობა – მომსახურება, ტურიზმი, განათლება და ა.შ. მისივე თქმით, სახელმწიფო უნდა დაეხმაროს მეწარმეებს და იმათ, რომლებიც ცხოვრობენ ხელფასზე.
ვარდანანიანი არ ჩქარობდა პროგნოზების გაკეთებას მომავლის შესახებ, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ და რამდენად სწრაფად გამოვა კაცობრიობა შექმნილი სიტუაციიდან.
ნახეთ მეტი
Back to top button