კულტურამთავარი

თუმანიანი ჩინურ ენაზე ალაპარაკდა

სომხურ-ჩინური აბრეშუმის გზა  იდებოდა ზღაპრების საშუალებითაც.  ჩინელები უკვე კითხულობენ და თანაც  უსმენენ თუმანიანის “ოქროს  ქილას” და “მატყუარას” ჩინურად. სომხურ-ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების განვითარებისაკენ მიმართული კრეატიული  შემოქმედებითი იდეის ავტორი და განმახორციელებელი არის კონფუცის ინსტიტუტის სომხური ფილიალი.

კონფუცის ინსტიტუტის სომხური განყოფილების დირექტორი გორ სარგსიანი ამბობს, რომ ყველა ხალხისთვის, ზღაპრები საუკეთესო გზაა ურთიერთის  ენის გასაგებად.

„ზღაპარი საუკეთესოა საზოგადოებრივი დიალოგის წარმართვისთვის. ჩვენ იმის მომხრენი  ვართ, რომ ეს დიალოგი ორ ხალხს შორის გაიმართოს, რომლის ნაკლებობაც  ჩვენ  დღეს  გვაქვს.  ყველაზე დიდი ხარვეზი ერთმანეთის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაა“,  – ამბობს გორ სარგსიანი.

სომხურ-ჩინურ ურთიერთობებში არსებული უფსკრული  რომ შევსებულიყო  თუმანიანს ჩინურად უნდა ესაუბრა. უკვე ორი ზღაპარი, “მატყუარა” და “ოქროს ქილა” უკვე ითარგმნა, გამოქვეყნდა და კიდევაც ჩაწერა, რამდენიმეზე მუშაობა კი უკვე მიმდინარეობს.  

თუმანიანის ჩინურ  ენაზე  ზღაპრები აქტიურად ვრცელდებიან  ჩინურ სოციალურ ქსელებში, ორასი ნახვა  ერთ საათში. სარგსიანის თქმით, ეს კარგი  მაჩვენებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ სომხეთი ჩინეთისთვის უცნობი ქვეყანაა და ამავდროს ჩინელების გულის მოგებაც არც ისე ადვილი საქმეა.  ზღაპრებს კითხულობენ  ჩინელი და სომეხი სპეციალისტები, თარგმანი კი ჩინელი სპეციალისტების მიერაა  შესრულებული.

ნახეთ მეტი
Back to top button