ეკონომიკა

იაპონია სომხეთს სამედიცინო ხელსაწყოების შესაძენად გრანტს გამოუყოფს

 როგორც „არმენპრესი“ წერს,  იაპონიის ელჩმა სომხეთში ჯუნ იამადანმა და სომხეთის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრმა ატომ ჯანჯუღაზიანმა ხელი მოაწერეს იაპონიის “ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგრამის” გრანტის შესახებ დეკლარაციის გაცვლის შეთანხმებას.  მისი მიზანია სომხეთის რესპუბლიკაში იაპონური სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდება.  ამ პროგრამის საშუალებით იაპონიის მთავრობა სომხეთს გადასცემს  40000000 იაპონურ იენს (დაახლოებით 3,7 მილიონი აშშ დოლარი) იაპონური სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად.

ნახეთ მეტი
Back to top button