მთავარისაზოგადოება

სომხეთის მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს კოვიდ-19-ის ვაქცინის შეძენისათვის: ჯანდაცვის მინისტრი

მსოფლიოში უკვე 100-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატურა არსებობს, რომელსაც საბოლოო შედეგის მიღწევის შანსი აქვს.  ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა არსენ თოროსიანმა განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეგულარულ სხდომაზე და აღნიშნა, რომ მათი შეძენის მიზნით, სომხეთის მთავრობა აწარმოებს წინასწარი მოლაპარაკებებს მწარმოებლებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

მინისტრის განმარტებით, დიდი საფრთხე არსებობს, რომ როდესაც ვაქცინა მზად იქნება, იქნებიან  ქვეყნები, რომლებიც შეიძენენ დიდი რაოდენობით ვაქცინებს ერთდროულად წარმოებულ ან თუნდაც ჯერ არ წარმოებულს. სხვადასხვა შეფასებით, იგი ხელმისაწვდომი იქნება ამ წლის ბოლოს ან 2021 წლის დასაწყისში.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ვაქცინის შექმნამდე, ქცევის წესები ნათელია და მისი ეფექტურობა დადასტურებული – ვატაროთ ნიღაბი, გადავარჩინოთ სიცოცხლე. მისი თქმით, ამჟამად სომხეთში ნიღბების პრობლემა არ არსებობს, უფრო მეტიც, გვაქვს ნიღბების ჭარბი რაოდენობა და დაბალი ფასები.

ნახეთ მეტი
Back to top button