მთავარიპოლიტიკა

ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი: საქართველოში ჩასატარებელ ნატოს წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს თუ არა სომხეთი?

საქართველოში ნატოს „Agile Spirit“ სამხედრო წვრთნების ბედი  კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან არავინ იცის როდის დასრულდება კორონავირუსის პანდემია. georigianjournal.ge ვებგვერდი იუწყება, რომ, მაგალითად, 2019 წელს, იგი ჩატარდა 27 ივლისიდან 9 აგვისტომდე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 3000-ზე მეტმა ჯარისკაცმა საქართველოდან, ბელგიიდან, ბულგარეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საბერძნეთიდან, ლატვიიდან, ლიტვისა და ჩერნოგორიისგან, ნორვეგიიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, შეერთებული შტატებიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან. სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ ახალი კორნავირუსის ეპიდემიის გამო, მათ არ შეუძლიათ დანიშნონ წვრთნების  კონკრეტული თარიღი. აპატურაიმ აღნიშნა, რომ ახლა ყველა ქვეყანა ახალ ვითარებაშია, უნდა მოიძებნოს გამოსავალი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ნატო უარყოფს სამხედრო წვრთნების ჩატარების იდეას. მან ხაზი გაუსვა ღონისძიებების გატარების აუცილებლობას მონაწილე სამხედროების ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად. ასევე იმას, რომ სამხედრო წვრთნებმა რისკის ქვეშ არ უნდა დაყენოს ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობა.  თებერვალში სომხეთში ვიზიტის დროს, ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის თავდაცვის მინისტრ დავით ტონიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სომეხი ჯარისკაცები მონაწილეობას მიიღებენ «Noble partner» სამხედრო წვრთნებში, რომელიც წელს უნდა ჩატარდეს.

 საქართველოს საკითებზე  ექსპერტმა ჯონი მელიქიანმა აღნიშნა,  რომ პარლამენტში ბოლო გამოსვლის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახარიამ თავის სიტყვაში  წვრთნების დანიშვნის თარიღად დაასახელა სექტემბრის ან აგვისტოს ბოლო. „შესაძლოა, ისინი გადახედავენ მასშტაბებს, ანუ ყველა მონაწილე სახელმწიფო არ მიიღებს მონაწილეობას. ისინი მოიცავს როგორც ნატოს წევრ სახელმწიფოებს, ისე პარტნიორ ქვეყნებს. შესაძლოა, ფორმატი შეიცვალოს, ჯერ არავის არ უსაუბრია ფორმატის შესახებ, ასე რომ, შესაძლოა კორონავირუსის გამო  სცენარი შეიცვალოს“,- განაცხადა მელიქიანმა.  რაც შეეხება სომხური მხარის შესაძლო მონაწილეობას, მელიქიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ როდესაც სომხურ მხარეს ჰქონდა ამის შესაძლებლობა, იგი მონაწილეობდა. ”„როდესაც ჩვენ ამ ეტაპზე თავისუფალი ჯარისკაცები გვყავდა, რომელთაც შეეძლოთ საქართველოში წასვლა და მონაწილეობის მიღება, ისინი მიდიოდნენ.  ახლა კი საკითხი კითხვის ქვეშ დგას, თუ როგორ უნდა მიიღონ სომეხმა ჯარისკაცებმა მონაწილეობა სამხედრო მეცადინეობებში პანდემიის პირობებში.  საქართველო ნელ-ნელა იხსნება გარე სამყაროსათვის, ხოლო რეგულარული ფრენები შესაძლოა აგვისტოში განაახლონ,  მაგრამ შესაძლებელია, რომ ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია არ შეიცვალოს სამხედრო წვრთნების დაწყებამდე და ძალიან მიჭირს წარმოდგენა, რომ ჩვენი სამხედროები დახურული საზღვრების პირობებში როგორ უნდა გაემგზავრნონ საქართველოში, თუნდაც სამხედრო წვრთნებზეც. ჩვენ შეგვიძლია სამხედრო წვრთნები ჩავატაროთ ქვეყნის შიგნოთ, მაგრამ გარეთ ამის გაკეთება შეუძლებლად მიმაჩნია“, -თქვა ჯონი მელიქიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button