მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის რიტორიკა „უბნურ გარჩევებს“ უფრო ჰგავს: სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

აზერბაიჯანის რიტორიკა  ჩვენი რეგიონსთვის პატივის მომტანი არ არის. ეს ყველაფერი  „უბნურ  გარჩევებს“ უფრო ჰგავს. ეს მიუღებელი და მას დამანგრეველი შედეგი მოჰყვება. ასეთი მოსაზრება გამოთქვა ტელეკომპანია „შანთის“ გადაცემა „პერსპექტივა“-ში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა  ზოჰრაბ მნაცაკანიანმა. 

„მუქარის  ენა  არ მოქმედებს, იგი არ მუშაობს. ის  აშკარად უარყოფილია. ბოლო ორი წლის განმავლობაში ასეთია ჩვენი პოზიცია.  უფრო მეტიც,  ეს გასაგებია და მუდმივად გამოიხატება პოლიტიკურ თუ  დიპლომატიურ სფეროებში, ეს ვაჩვენეთ 12 ივლისსაც“, – თქვა მინისტრმა.

მნაცაკანიანის თქმით, 12 ივლისიდან დაწყებული, დაუყოვნებლივ, სომხური მხარე კონტაქტში იყო მინსკის ჯგუფის  თანათავმჯდომარეებთან, ისინი ძალიან აქტიურად მონაწილეობდნენ ამ პროცესში. მისი თქმით, სამჯერ შეეცადნენ აღედგინათ ზავის რეჟიმი, მესამეჯერ მცდელობა ეფექტური გამოდგა. 

როგორც მინისტრმა თქვა მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები  მეტად  კოორდინირებული იყვნენ, მაგრამ განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციის თანათავმჯდომარე იყო აქტიური. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის კოორდინაციით ჩვენ მოვახერხეთ იმის უზრუნველყოფა, რაც დღეს გვაქვს. დღეს ჩვენი მთავარი მიზანია დე-ესკალაციის უზრუნველყოფა.

მნაცაკანიანის თქმით, 12 ივლისის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ის, რომ მუქარის ენა, ძალის  გამოყენების გამოცდილება  ვერავითარ  შემთხვევაში ვერ იქნება  ეფექტური იარაღი და არც არასოდეს ყოფილა.  სომხურ მხარეს აქვს საკმარისი პოტენციალი თავის დასაცავად, რაც ასე თვალხილული გახდა 12 ივლისის მოვლენებისას.

შეეხო  რა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების საკითხს მნაცაკანიანმა აღნიშნა, რომ  ამ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა სამი სამუშაო მიმართულება:  პირველი მიმართულება ეხება იმ არსებით საკითხებს, სადაც სომხეთმა მიზნად დაისახა პრიორიტეტები.  საუბარია  სტატუსსა და უსაფრთხოებაზე.  ამის გათვალსიწინების გარეშე ადგილი არ ექნება არავითარ ურთიერთდათმობას, არ იქნება რაიმე დათმობა და საერთოდ დაუბალანსირებელი რაიმე ამონახსნი.

მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება მნაცაკანიანის აზრით არის გარემოს ფორმულირება, რაც მეტად მნიშვნელოვანია მოლაპარაკების მსვლელობისას რაიმე კონკრეტული წინსვლის მისაღწევად, ეს ეხება როგორც ესკალაციის რისკების შემცირებას, აგრეთვე მშვიდობის ხელშემწყობ გარემოს შექმნას.

საუბარი მესამე მთავარ მიმართულებაზე, მნაცაკიანმა თქვა, რომ ეს არის არცახის მონაწილეობა, ჩართვა სამშვიდობო პროცესში. ფუნქცია – რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ეს საერთოდ არ არის ფორმატის შეცვლა. ეს არის ფორმატის აღდგენა, რადგანაც 22 წლის წინათ საქმე ამ ფორმატით განიხილებოდა.

ნახეთ მეტი
Back to top button