მთავარიპოლიტიკა

ჩინეთის დიდი მასშტაბი სომხეთში. პეკინი იწყებს

,,Lragir.am“ წერს, რომ 23 სექტემბერს სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი ეწვია სომხეთში ჩინეთის ახალ საელჩოს. ჩინეთის ელჩმა აღნიშნა, რომ ის პირველი სტუმარია.
ჩინეთის ახალი საელჩო განსაკუთრებულია, ის სიდიდით მეორეა ევრაზიის სივრცეში. ის მხოლოდ მოსკოვში  ჩინეთის საელჩოს ჩამოუვარდება. ეს მახასიათებელი მხოლოდ თვალსაჩინოდაა მასშტაბური. პრაქტიკაში ეს არის პოლიტიკური მახასიათებელი, სამხედრო-პოლიტიკური ნიუანსი, რომელიც უნიკალური სიგნალია სომხეთის რეგიონული მნიშვნელობის თვალსაზრისით, რომელსაც ავლენს ჩინეთი.

მასშტაბი, დიდწილად, გულისხმობს ფუნქციურ მოცულობებს, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია იმ მნიშვნელობით, რაც ქვეყანას ჩინეთისთვის აქვს. ამ თვალსაზრისით, პეკინი სომხეთს რეგიონალურ შტაბად მიიჩნევს, რაც, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის. საქმე იმაშია, რომ სომხეთი არის კავკასიის უსაფრთხოების სისტემის ბირთვი და მიუხედავად თურქეთ-აზერბაიჯანის ბლოკადის გამო ე.წ. “კომუნიკაციის კუნძულისა”, სომხეთმა განსაკუთრებული სიცოცხლისუნარიანობა გამოავლინა, თუნდაც არაეფექტური და მფლანგველი მმართველობის სისტემის არსებობის პირობებში.

სომხური ფაქტორი თავისი უნიკალური მახასიათებლის გარდა, უნიკალურია ცივილიზაციის სიღრმის თვალსაზრისითაც, რომელიც უკვე უფრო ფართოდ არის გავრცელებული რეგიონში, ახლო აღმოსავლეთში და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში. ამ გარემოებამ შეიძლება სომხეთი გადააქციოს ერთგვარ ”ხიდად”, რამაც შეიძლება განსაკუთრებული მნიშვნელობა მიიღოს სწორედ ”დიდი აბრეშუმის გზის” პროექტის გამომცხადებელი ჩინეთისთვის.

სომხური ფაქტორის ცივილიზაციური მნიშვნელობის შესახებ პეკინმა გამოაცხადა ღია ტექსტით, 2019 წლის მაისში პეკინში მიიღო რა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა სომხეთსა და ჩინეთს შორის ღრმა ცივილიზაციური ურთიერთობების შესახებ, ამავე დროს აღნიშნა, რომ ჩინეთი იცნობს სომეხი ხალხის ისტორიის ტრაგიკულ გვერდებს და იმედი აქვს, რომ ეს გვერდები აღარ განმეორდება.

პრაქტიკულად, ეს  ასევე იყო პეკინის პირველი ღია მითითება სომხეთის საკითხისადმი, რომელმაც მიიღო მთავარი აზრი და მნიშვნელობა ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესში. პეკინი მასშტაბური იმპულსით  სომხეთში იწყებს ამ საქმეში მისი ჩართვის ახალ მიმართულებას, რომელიც, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ უნდა შეივსოს და გამდიდრდეს ორმხრივი მომგებიანი შინაარსით – ეკონომიკური, პოლიტიკური, უსაფრთხოების მიმართულებებით.

ნახეთ მეტი
Back to top button