მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის მთავრობამ დაბლოკა თითქმის ყველა სოციალური ქსელი

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ აზერბაიჯანში, სოციალური ქსელის მომხმარებლები დილიდანვე ჩივიან, რომ სოციალური ქსელის პლატფორმები Facebook, Youtube, Whatsapp, TikTok არ მუშაობს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაბლოკა თითქმის ყველა სოციალური ქსელი. ინფორმაციას ავრცელებს ქვეყნის ტრანსპორტის, კომუნიკაციისა და მაღალი ტექნოლოგიების სამინისტრო.
აზერბაიჯანის ხელისუფლება განმარტავს, რომ სოციალური ქსელების დაბლოკვა განპირობებულია “სომხეთის მხრიდან მასშტაბური პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად”.

”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეები გაგებით მიუდგებიან იმ შეზღუდვებს, რომლებიც შეიძლება შეიქმნას სოციალურ ქსელში კონფლიქტის კონტექსტში”, ​​- განაცხადეს სამინისტროში.
უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანში სოციალური ქსელის მომხმარებლები ადრე დილიდან ჩივიან, რომ სოციალური ქსელის Facebook, Youtube, Whatsapp, TikTok პლატფორმები არ მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ ამ დილით აზერბაიჯანმა დაიწყო ფართომასშტაბიანი საჰაერო და სარაკეტო შეტევა კონტაქტის ხაზის გასწვრივ, რომლის სამიზნეა სამოქალაქო დასახლებები და ინფრასტრუქტურა, მათ შორის დედაქალაქი სტეფანაკერტი.


მტრის გასროლების შედეგად ერთი ქალი და ერთი ბავშვი დაიღუპა მარტუნში. არიან დაჭრილებიც.
თავდაცვის არმიის მოწინავე ქვედანაყოფები წარმატებით იგერიებენ მტრის ყველა შეტევას. დაზუსტებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგეს 2 ვერტმფრენი, 14 უპილოტო საფრენი აპარატი, ასევე აქვთ ჯავშანტექნიკის დანაკარგები.
ბრძოლები გრძელდება.

ნახეთ მეტი
Back to top button