მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მთიანი ყარაბაღის რეზოლუციასთან დაკავშირებით საფრანგეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა

საფრანგეთის ელჩი ბაქოში ზაქარი გროსი დაიბარეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მას საპროტესტო ნოტა გადასცეს სენატის მიერ ყარაბაღის შესახებ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით. ამის შესახებ  ,,რია ნოვოსტისთან“ საუბარში განაცხადა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ლეილა აბდულაევამ.

დღეს, აზერბაიჯანის პარლამენტმა (მილი მეჯლისმა) მიიღო განცხადება, რომლითაც იგი პროტესტს გამოხატავს საფრანგეთის სენატში არცახის შესახებ რეზოლუციის გამო და შესთავაზა ქვეყნის მთავრობას მიმართოს ეუთოს, რომ მან საფრანგეთი მოხსნას მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებიდან. გარდა ამისა, აზერბაიჯანის პარლამენტმა მოუწოდა მთავრობას გადახედოს საფრანგეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები.

25 ნოემბერს, საფრანგეთის სენატმა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მთავრობას მოუწოდა არცახის აღიარება. რეზოლუცია ასევე გმობს აზერბაიჯანის სამხედრო აგრესიას, რომელიც განხორციელდა თურქი უცხოელი დაქირავებულების დახმარებით და ითხოვს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალებისა და მათი დამხმარე ძალების დაუყოვნებლივ გაყვანას ოკუპირებული ტერიტორიებიდან 27 სექტემბრის საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ.

დოკუმენტი მოუწოდებს საფრანგეთის მთავრობას მხარი დაუჭიროს არცახის მშვიდობიან მოსახლეობას, აგრეთვე შექმნას საერთაშორისო კომისია მთიან ყარაბაღში ომის, განსაკუთრებით კი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულების გამოსაძიებლად.

რეზოლუცია მოუწოდებს საფრანგეთის მთავრობას, ყველა ღონე იხმაროს მოლაპარაკებების პროცესის გასაგრძელებლად, 1994 წელს დადგენილი საზღვრების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე სომხური მოსახლეობის უსაფრთხოებისა და დევნილთა დაბრუნების უფლების უზრუნველსაყოფად.

საფრანგეთის სენატის გადაწყვეტილების შესახებ კომენტირებისას, აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ჰიქმეთ ჰაჯიევმა განაცხადა, რომ ბაქო ყარაბაღის შესახებ რეზოლუციას ჩვეულებრივ ფურცლად თვლის, საფრანგეთის პოლიტიკისა და პარლამენტარიზმისთვის ძალიან სამარცხვინო ნაბიჯია.

ჰაჯიევი ურჩევს საფრანგეთის მთავრობას გამოთქვას თავისი ოფიციალური პოზიცია ამგვარი პროვოკაციული ნაბიჯების დაუშვებლობასთან დაკავშირებით და გამოთქვას აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა რეზოლუციის დაგმობით.

ნახეთ მეტი
Back to top button