მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანი შეიძლება აღიქმებოდეს ომში გამარჯვებულად, ამით კრიზისი მოგვარებულად ვერ ჩაითვლება: აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ამტკიცებს, რომ რუსეთი უფრო ცდილობს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შენარჩუნებას   და არა მის მოგვარებას. შესაბამისი მოსაზრება გუშინ გამოთქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯორჯ კენტმა. მან  ეს აზრი გამოთქვა ვაშინგტონში განთავსებული არასამთავრობო ორგანიზაციის “თურქული მემკვიდრეობის” მიერ ორგანიზებულ ვებინარის დროს, იუწყება TASS.

„როგორც მე ვფიქრობ,  აზერბაიჯანის ხელისუფლების უკმაყოფილება გაიზრდება იმ ფაქტით, რომ რუსი სამშვიდობოები, როგორც ჩანს, დიდხანს აპირებენ მთიან ყარაბაღში დარჩენას”, – თქვა კენტმა.

ამავე დროს, მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარების აღწერისას, მან, ფაქტობრივად, რუსეთი დაადანაშაულა კონფლიქტის გახანგრძლივებაში, ამის დასადასტურებლად მან მოიყვანა   საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ანონიმურიმოადგილის სიტყვები.

”ნოემბერში,-სომხეთში ისეთი სიტუაცია დადგა, რომელშიც ჩვენ (საქართველო) 1998 წელს ვიყავით. შემდეგ აზერბაიჯანი აღმოჩნდება იმ სიტუაციაში, რომელშიც ჩვენ [საქართველო] ვიყავით 2008 წელს. შემდეგ კი ის აღმოჩნდება იმ სიტუაციაში, რომელშიც ახლა ვართ (საქართველო)“

კენტის თქმით  ეს არის საკმაოდ პესიმისტური, მაგრამ  რეალისტური შეფასებაა, თუ როგორ ახდენს რუსეთი კონფლიქტის მანიპულირებას,  არ ცდილობს საკითხის მოგვარებას, რათა ქვეყნებმა (სომხეთმა და აზერბაიჯანმა) შეძლონ წინსვლა”, – თქვა კენტმა.

ამავე დროს, კენტმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის გამო საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას.

ამერიკელი დიპლომატის თქმით, ”უსაფრთხოების თვალსაზრისით, მთავარი გამოწვევა რჩება. როგორ მივუდგეთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს ისე, რომ ორ ქვეყანას მიეცეს საბოლოო შეთანხმების მიღწევა საბოლოო სტატუსის შესახებ? აზერბაიჯანი შეიძლება აღიქმებოდეს ომში გამარჯვებულად, მაგრამ ამით  კრიზისი მოგვარებულად ვერ ჩაითვლება, ისევე როგორც სომხეთმა  მოიგო პირველი ომი მეოთხედი საუკუნის წინ”, – თქვა კენტმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები მზადაა დაეხმაროს აზერბაიჯანსა და სომხეთს კონფლიქტის მოგვარებაში, თუკი ამით  ბაქო და ერევანი იქნებინ  დაინტერესებული.

ნახეთ მეტი
Back to top button