ეკონომიკა

რუსეთის ელჩმა კომენტარი გააკეთა სომხეთში მეორე ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესაძლებლობის შესახებ

სომხეთში რუსეთის ელჩი სერგეი კოპირკინი ფიქრობს, რომ სომხეთის პრემიერ მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის წინადადებით მიმდინარეობს განხილვები  ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხზე. ამის შესახებ მან „Sputnik სომხეთი“ კორესპოდენტთან საუბრისას თქვა.

მანამდე, ფაშინიანმა მოსკოვში ვიზიტის დროს შესთავაზა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, განიხილონ სომხეთში ახალი ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობის შესაძლებლობა.

„მიმდინარე წელი ძალიან მნიშვნელოვანია ბირთვული ელექტროსადგურის მოქმედების ვადების გახანგრძლივებისათვის  მიმდინარე სამუშაოების დათქმულ  დროზე დასრულების თვალსაზრისით“, – თქვა კოპირკინმა.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა განაცხადა, რომ სომხეთის სტრატეგიული ენერგეტიკის განვითარების პროგრამის მთავარი მიზანი 2040 წლამდე არის ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენება.

სომხეთის ატომური ელექტროსადგური ელექტროსადგური ერთადერთია სამხრეთ კავკასიაში, ის  სომხეთში გამომუშავებული ელექტროენერგიის მესამედზე მეტს გამოიმუშავებს. ბირთვული ენერგიის სფეროში რუსეთისა და სომხეთის მთავარი პროექტი არის სომხეთის ატომური ელექტროსადგურის მეორე ენერგობლოკის ექსპლუატაციის გახანგრძლივებისა  და მოდერნიზაციის პროექტი.

ნახეთ მეტი
Back to top button