მთავარიპოლიტიკა

მირზოიანს და ბაირამოვს ხვალ სტოკჰოლმში შეხვედრა ექნებათ

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ხვალ შვედეთში ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში კვლავ შეხვდებიან, – ამის შესახებ განაცხადა ევროპარლამენტში ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ლუკ დივინმა, იუწყება ,,რადიო თავისუფლება“.

„ევროდეპუტატებმა დაიბარეს ევროკავშირის ორი მაღალი რანგის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, რათა გაერკვიათ, რა მდგომარეობაა 9 ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტიდან ერთი წლის შემდეგ და რას აკეთებს ბრიუსელი აღმოსავლეთ პარტნიორობის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.

„სიტუაცია კვლავ დაძაბულია“, – თქვა ევროკომისიის აღმოსავლეთის საკითხებში ოფიცერმა ლოურენს მერედიტმა. „რამდენიმე კვირის წინ ვმონაწილეობდი კავკასიის სამ ქვეყანაში საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრებში შინაგან საქმეთა კომისარ ვარჰეისთან ერთად. ეს იყო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ტრაგიკული ძალადობის განახლების დღე, ანუ ცოტა ხნით ადრე. მინდა  ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ევროკომისია უაღრესად მზად არის გააკეთოს ყველაფერი, რათა შესაძლებელი გახდეს ხანგრძლივი მშვიდობა კავკასიის ყველა ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ამ მიზნით ევროკომისიამ გასული წლის ომის შემდეგ 17 მილიონი ევროს ჰუმანიტარული დახმარება გამოყო. „ჩვენ განვიხილავთ ყველა შესაძლო ვარიანტს – მხარეებს შორის კომუნიკაციის გასაძლიერებლად, ასევე ინვესტიციების განსახორციელებლად, განსაკუთრებით კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რაიონებში“, – განაცხადა ევროკომისარმა და დასძინა, რომ ყველა შესაძლო პროგრამები განიხილება ერთი პრინციპით -ისინი უნდა გამომდინარეობდეს ყველა მხარის ინტერესებიდან.

„ბრიუსელი მოწოდებულია რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის. მაგრამ ჩვენი შესაძლებლობები შეუზღუდავი არაა”, – თქვა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღმოსავლეთ პარტნიორობის და რუსეთის საკითხებში ლუკ დევინმა, და დასძინა: „აშკარაა, რომ სიტუაცია დიდწილად სამხედროების და მათ ხელშია, ვისაც ადგილზე იარაღი აქვს, ამ მომენტში ეს მხოლოდ რუსეთია“, – განაცხადა წყარომ.

ნახეთ მეტი
Back to top button