მთავარიპოლიტიკა

სომხეთი თვალს ადევნებს აზერბაიჯანის მიერ გაეროს სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულებას: საგარეო საქმეთა სამინისტრო

7 დეკემბერს გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (ICJ) „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის საერთაშორისო პაქტის“ ფარგლებში   მიიღო გადაწყვეტილებები სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის და აზერბაიჯანის წინააღმდეგ სომხეთის მიერ წარმოდგენილი გადაუდებელი ზომების მიღების შესახებ.  ამის შესახებ განცხადებას  აქვეყნებს სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

სასამართლომ დაადგინა, რომ რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციის ფარგლებში, არსებობს ეთნიკური სომხების უფლებების შეუქცევადი ზიანის მიყენების საფრთხე, რასთანაც დაკავშირებით აზერბაიჯანი დაავალდებულეს შემდეგში:

1. „დაიცვას  ძალადობისა და სხეულის დაზიანებებისაგან ყველა ის პირები,  ვინც 2020 წელს ტყვედ ჩავარდა. უზრუნველყოფილი იქნას  მათი  უსაფრთხოება და კანონის წინაშე თანასწორობა“.

2. „მიღებული უნდა იქნას ყველა საჭირო ზომა, რათა თავიდან იქნას აიცილებული დისკრიმინაცია და რასობრივი სიძულვილის წაქეზება, ეთნიკური სომხების დისკრიმინაცია, მათ შორის აზერბაიჯანის ოფიციალური პირების და სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ“.

3. „მიღებული უნდა იქნას ყველა საჭირო ზომა,  სომხური კულტურული მემკვიდრეობის, მათ შორის ეკლესიების, სხვა სალოცავი ადგილების, ძეგლების, ღირშესანიშნაობების, სასაფლაოების, არტეფაქტების წინააღმდეგ ვანდალიზმისა და შეურაცხყოფის ფაქტების აღსაკვეთად და დასასჯელად.

აღსანიშნავია, რომ სომხეთის მიერ გადაუდებელი ზომების შესახებ სარჩელის ზეპირი განხილვისას სასამართლომ მიუთითა აზერბაიჯანის წარმომადგენლის ოფიციალურ განცხადებაზე, რომ ე.წ. „ომის ნადავლის პარკიდან“  აღებული იქნა სომეხი ჯარისკაცების გამომსახველი მანეკენები და  არ იქნება ნაჩვენები მომავალში!

აღსანიშნავია, რომ სასამართლომ მხოლოდ აზერბაიჯანს დაავალდებულა, მიეღო ყველა საჭირო ზომა დისკრიმინაციისა და წაქეზების თავიდან ასაცილებლად, „მათ შორის, მისი ოფიციალური  პირებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ“.

აზერბაიჯანის უმაღლესი ხელმძღვანელობის მიერ გამოთქმული ანტისომხური რიტორიკა, აზერბაიჯანის კონტროლის ან იურისდიქციის ქვეშ მყოფი სომხების მიმართ არაადამიანური მოპყრობა, ასევე სომხური კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის განადგურება და შეურაცხყოფა გადაულახავი დაბრკოლებაა რეგიონში დაძაბულობის შენელებისა  და მშვიდობიანი განვითარებისათვის.

„სომხეთი  თვალს ადევნებს აზერბაიჯანის მიერ სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შესრულებას და სასამართლოს აცნობებს ნებისმიერი დარღვევის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button