მთავარიპოლიტიკა

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთს ეწვევა

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე შალენბერგი სომხეთს ეწვევა. „არმენპრეს“-ის ცნობით, ამის შესახებ აღინიშნება ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს Twitter მიკრობლოგში.

საგარეო საქმეთა მინისტრის ალექსანდრე შალენბერგის  ერევანში მომავალ კვირას დაგეგმილი ვიზიტი კარგი შესაძლებლობა იქნება ჩვენი შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად, შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობების განსახილველად“, – ნათქვამია განცხადებაში.

სომხეთი და ავსტრია აღნიშნავენ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს. სომხეთის რესპუბლიკამ და ავსტრიის რესპუბლიკამ ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა ზუსტად 30 წლის წინ, 1992 წლის 24 იანვარს. სომხეთი და ავსტრია თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორიცაა გაერო, ეუთო და ა.შ. 30 წლის განმავლობაში სომხეთისა და ავსტრიის მთავრობებმა ხელი მოაწერეს 12 შეთანხმებას თანამშრომლობის, ურთიერთდახმარების, პარტნიორობის შესახებ და 6 ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმს.

ნახეთ მეტი
Back to top button