პოლიტიკა

აზერბაიჯანმა კიდევ 8 სამხედრო ტყვე გადასცა სომხეთს

აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთს გადასცა 2021 წლის 16 ნოემბერს ქელბაჯარისკენ სახელმწიფო საზღვართან დატყვევებული რვა სომეხი სამხედრო პირი. ტყვეების დაბრუნება მოხდა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ვაჰან ჰუნანიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე განაცხადა.

აზერბაიჯანული მხარე აცხადებს,  რომ ტყვეები სომხეთს გადასცეს პირველი ყარაბაღის ომის დროს მოკლული აზერბაიჯანელების შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ. კერძოდ, ბაქომ ინფორმაცია მოითხოვა დაღუპულთა სამარხების ადგილსამყოფელის შესახებ.

გარდა ამისა, უკანასკნელი თვეების განმავლობაში აზერბაიჯანმა სომხეთს 26 სამხედრო ტყვე დაუბრუნა.

ნახეთ მეტი
Back to top button