პოლიტიკა

მეწამორის ატომური ელექტროსადგური სომხეთის  უსაფრთხოების მთავარი „ბალიშია“. ატომური ელექტროსადგურები  –  ომის სამიზნე

სომხური ატომური ელექტროსადგური არა მხოლოდ ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტია, არამედ მთლიანად რეგიონში შემაკავებელი ფაქტორია როგორც თურქეთისთვის, ასევე აზერბაიჯანისთვის, ამბობს ექსპერტი ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში, ტექნიკურ მეცნიერებათა დოცენტი არტურ ავეტისიანი.

„რადიოლურის“ თანამოსაუბრე აღნიშნავს, რომ ამ წუთებში სამხრეთ კავკასიაში სომხური მეწამორისა და ირანული ბუშერის ატომური ელექტროსადგურები ფუნქციონირებს, მომავალი წლიდან თურქეთის ატომური ელექტროსადგურიც იმუშავებს.

„რადგან სომხეთის ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაციის პერიოდი საუკეთესო სცენარით 2036 წელს დასრულდება, ჩვენ გვრჩება არა მხოლოდ არსებული ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, არამედ ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე ფიქრიც,  რომელსაც ვაჭიანურებთ“, – ამბობს არტურ ავეტისიანი.

მზარდი კონფლიქტები, სამხედრო ოპერაციები მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილებში წარმოადგენს უსაფრთხოების სერიოზულ საფრთხეს ბირთვული კატასტროფების რისკების თვალსაზრისით. მშვიდობიანი მოსახლეობისა და არასამხედრო ობიექტების, მათ შორის ატომური ელექტროსადგურების, მიზანში  ამოღება საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეში დარღვევაა. თუმცა ხანდახან სამხედრო ოპერაციების დროს ეს საკითხი ერთ-ერთი დაპირისპირებული მხარისთვის, აგრესორისთვის ხდება პროვოკაციის საგანი და ეს ობიექტები მიზანმიმართულად  ხდება დაუცველი.

თურქულ-აზერბაიჯანული ტანდემი არაერთხელ დაგვემუქრა სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმით. ასე იყო 44-დღიანი ომის დროსაც. ატომური ელექტროსადგურების დაზიანება და ახალი ბირთვული რისკები ასევე წარმოიშვა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტების შედეგადაც.

ნახეთ მეტი
Back to top button