ეკონომიკამთავარი

საქონელბრუნვის მოცულობა კვლავ გაიზრდება. ფაშინიანი რუსეთთან ურთიერთობაზე

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ სრ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დარწმუნებულია, რომ სომხეთსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვის მოცულობა გაიზრდება.

ამის შესახებ მან ტელეკომპანია „როსია 1“-ის ეთერში განაცხადა: გადაცემაში „მოსკოვი: კრემლი. პუტინი“.

„გაჩნდა ახალი დინამიკა, ახალი ფაქტორები, რომლებიც დადებითად აისახება საქონლის ბრუნვაზე და მათი მოცულობა გაიზრდება“, – განაცხადა მან.

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ვერ გეტყვით რამდენ ხანს გაგრძელდება. თუმცა სომხეთის პრემიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი.

მანამდე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი თავდაჯერებულად ინარჩუნებს პირველ ადგილს სომხეთის სავაჭრო და ეკონომიკურ პარტნიორებს შორის. მან ასევე მიუთითა სომხეთში ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილიზაციაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფაშინიანის მთავრობამ ამ მიმართულებით ბევრი რამ გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს სომხეთმა და რუსეთმა 2,6 მილიარდი დოლარის ვაჭრობა მოახდინეს.

ნახეთ მეტი
Back to top button