მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის პროვოკაცია  მიზნად ისახავს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ჩაშლას – სომხეთის სს სამინისტრო

28 სექტემბერს, სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე არალეგალურად მდებარე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ნაღმტყორცნებისა და მსხვილკალიბრიანი თოფების გამოყენებით კიდევ ერთხელ უხეშად დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და ცეცხლი გაუხსნეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთის მიმართულებით. რის შედეგადაც სომხურმა მხარეს სამი მსხვერპლი ჰყავს, – ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში

აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული მორიგი პროვოკაცია, რომელიც წარმოადგენს 13 სექტემბერს დაწყებული ფართომასშტაბიანი აგრესიის გაგრძელებას სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, არის აშკარა უგულველყოფა საერთაშორისო თანამეგობრობისა და გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების მოწოდებებისა  – შეინარჩუნოს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს სომხური მხარის შეშფოთებას, რომ აზერბაიჯანი აპირებს გააგრძელოს ძალის გამოყენების პოლიტიკა.

მეტიც, აზერბაიჯანის მსგავსი პროვოკაცია ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ჩაშლას ისახავს მიზნად, რომლის ორგანიზებაზეც სამომავლოდ განიხილება.

შექმნილ ვითარებაში, ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მოახდინოს ზეწოლა აზერბაიჯანის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე ქმედითი ნაბიჯების გადადგმით და შესაბამისი მექანიზმების ამოქმედებით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მკაცრად შესანარჩუნებლად, სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის დატოვებისა და ახალი აგრესიის თავიდან ასაცილებლად.

სომხეთის რესპუბლიკა გააგრძელებს თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას გაეროს წესდებით განსაზღვრული ყველა საშუალებით.

ნახეთ მეტი
Back to top button