მთავარიპოლიტიკა

რეგიონში აშშ-ს ჩართულობას უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები მოაქვს –   სომხეთის უსაფრთხოების  საბჭოს მდივანი

სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა “ამერიკის ხმის” სომხურ სამსახურთან ინტერვიუში შეაფასა აშშ-ის უსაფრთხოების მრჩეველის ჯეიქ სალივანის თანდასწრებით გამართული შეხვედრა  აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე ჰიქმეთ  ჰაჯიევთან.

„ჩვენ განვიხილეთ მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარების დღის წესრიგი, ასევე რეგიონში მშვიდობის დამყარების თემები. ისინი დაკავშირებულია დებლოკადასთან, დელიმიტაციასთან, საზღვრების უსაფრთხოებასთან, ასევე სხვა საკითხებთან, რომლებიც რეგიონში სტაბილურობასა და მშვიდობას მოაქვს“, – განაცხადა გრიგორიანმა.

თავის მხრივ, შეხვედრაზე ისაუბრა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ჰიქმეთჰაჯიევმაც, რომელმაც ტვიტერის საშუალებით მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს შეხვედრისთვის. თავის პოსტში ჰაჯიევმა აღნიშნა, რომ „ჩვენ ვაფასებთ ჯეიკ სალივანის ძალისხმევას აზერბაიჯანისა და სომხეთის დელეგაციების თეთრ სახლში მიწვევისათვის, რათა განიხილული და წინ წაიწეული იქნას  დღის წესრიგი ჩვენს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის“.

არმენ გრიგორიანი აღნიშნავს, რომ დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი განიხილავენ ოთხ ურთიერთდაკავშირებულ დღის წესრიგს, ეს არის ჰუმანიტარული, განბლოკვის,  დელიმიტაცია და დემარკაცია, მთიანი ყარაბაღის პრობლემასთან დაკავშირებული საკითხები.

„ამ მიმართულებებით შევეცადეთ განვმარტოთ, როგორ მივდივართ წინ და ამ ყველაფერს უკავშირდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება. კონკრეტულობა უკავშირდება იმას,  თუ როგორ უნდა წავიდეთ წინ”.

გრიგორიანი იხსენებს, რომ გარდა მათი შეხვედრების ფორმატისა, სომხურ-აზერბაიჯანული მოლაპარაკებები სხვა ფორმატებშიც მიმდინარეობს, საგარეო საქმეთა მინისტრების, ვიცე-პრემიერების და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელების დონეზე. ამ ყველაფერთან ერთად, გრიგორიანის თქმით, მიმდინარეობს ქვეყნის ლიდერების შეხვედრებიც, რომლებიც სხვა ფორმატებში დაფიქსირებულ პროგრესს უკავშირდება.

ის მიუთითებს ორ ძირითად ფაქტორზე, რომლის წყალობითაც შესაძლებელი გახდა სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლო სამხედრო შეტაკებების დროს ცეცხლის შეწყვეტა. მისი თქმით, ეს არის სომხური არმიის საპასუხო მოქმედებები და ამერიკული მხარის ჩართულობა.

„ესკალაციის შეჩერებას ცდილობდა სახელმწიფო მდივნის ბლინკენის პირადი ჩართულობა, რომელსაც ჰქონდა რამდენიმე ზარი სომხეთის პრემიერ-მინისტრთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ისევე როგორც აშშ-ს ინტენსიური ჩართულობა სხვა დონეზე. ამ მხრივ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ ორმა ფაქტორმა, ანუ სომხური არმიის შეპასუხებამ  და ამერიკული მხარის ჩართულობამ“, – ამბობს გრიგორიანი.

არმენ გრიგორიანი ხაზს უსვამს, რომ რეგიონში აშშ-ის ჩართულობას დადებითი ეფექტი აქვს და უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს მოაქვს.

ნახეთ მეტი
Back to top button