მთავარიპოლიტიკა

სომხეთი  კუხო-საგან სულ მცირე  პოლიტიკურ შეფასებას ელის –  ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი

ამ დროისთვის სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისგან სულ მცირე პოლიტიკურ შეფასებას  ელოდება. ამის შესახებ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა განაცხადა.

„მე მჭირდება, რომ სხვა ქვეყნის ჯარისკაცმა, კუხოს წევრი სომხეთის საზღვარი არ გადმოლახოს. მე მაქვს რიტორიკული კითხვა: წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცამ წარმოსახვითმა მტერმა გადაკვეთა რუსეთის საზღვარი და ამის გამო ქალაქი სოჭი დაცარიელდა. წარმოგიდგენიათ ეს სიტუაცია? ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნის უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა სიმონიანმა.

მისი თქმით, კუხო-მ უნდა იმუშაოს და თუ არ იმუშავებს, მაშინ სხვა მექანიზმებს მოძებნიან.

„ახლა ველოდებით სულ მცირე პოლიტიკურ შეფასებას, მაგრამ ამავდროულად ეს ჩვენთვის საკმარისი არ არის და ჩვენ ვერ დაველოდებით, რადგანაც დრო არ ითმენს.  რამდენიც ველოდეთ, საკმარისია“, – დაასკვნა სიმონიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button