პოლიტიკა

ეგვიპტის პრეზიდენტი სომხეთში რეგიონული ვიზიტით ჩამოვა

ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ ელ-სისი რეგიონული ვიზიტის ფარგლებში უახლოეს დღეებში სომხეთში ჩამოვა. “არმპრესსთან” საუბარში ინფორმაცია სომხეთის  პრეზიდენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა აღასი მარგარიანმა დაადასტურა.

“აბდელ ფატაჰ ელ-სისი უახლოეს დღეებში რეგიონული ვიზიტით სომხეთში ჩადის”, – თქვა მარგარიანმა.

რეგიონული ვიზიტის ფარგლებში ეგვიპტის პრეზიდენტი ახლა ინდოეთში იმყოფება, ასევე ის აზერბაიჯანსაც ეწვევა.

ნახეთ მეტი
Back to top button