მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანთან თანამშრომლობის გააქტიურება ენერგეტიკულ სექტორში არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანის უფლებების საკითხები უკანა პლანზეუნდა გადავიდეს –  ანნალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანნალენა ბერბოკი ირწმუნება, რომ ენერგეტიკის სფეროში აზერბაიჯანთან თანამშრომლობის გააქტიურება არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის საკითხები ევროკავშირისთვის უკანა პლანზე დადგება.

ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა „არმენპრესის“ კითხვის საპასუხოდ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბერბოკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გამო, ევროკავშირმა დათმო რუსული ენერგორესურსები და ეძებს სხვა პარტნიორებს ენერგეტიკული კრიზისის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ დაარწმუნა, რომ ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობის საკითხები არ შეიძლება უკანა პლანზე დადგეს. ამას შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვეს.

„დიახ, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რათა თავიდან ავიცილოთ ენერგეტიკული კრიზისი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უგულებელვყოფთ ადამიანის უფლებებს. ეს პრინციპი იმუშავებს აზერბაიჯანის შემთხვევაშიც“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button