მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის პრეტენზია სომხეთიდან არცახის რესპუბლიკაში იარაღის გადატანის შესახებ უსაფუძვლოა – ფაშინიანი

აზერბაიჯანის პრეტენზიები სომხეთიდან არცახის რესპუბლიკაში იარაღის შეტანის შესახებ უსაფუძვლოა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, უკანასკნელ მოვლენებზე საუბრისას.

ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანის განცხადებები იმის შესახებ, რომ სომხეთიდან არცახში იარაღისა  ტრანსპორტირება ხდება, არის პროპაგანდისტული სიცრუე და ახალი ესკალაციისთვის ნიადაგის მზადება.

„სომხეთი არ ახორციელებს სამხედრო ტვირთის გადატანას  მთიან ყარაბაღში, სომხეთს არ ჰყავს ჯარი მთიან ყარაბაღში.  თავად აზერბაიჯანმა კი – უარი თქვა  შეთავაზებაზე, გაეგზავნა საერთაშორისო ფაქტების დამდგენი მისია ამ ფაქტის გადასამოწმებლად“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

ფაშინიანმა შეახსენა, რომ აზერბაიჯანი არა მხოლოდ არ ასრულებს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ლაჩინის დერეფნის ბლოკადის მოხსნასთან დაკავშირებით, არამედ ამძიმებს სიტუაციას 20/54 სიმაღლის აღებით, რითაც მან  კონტროლი დააწესა სტეფანაკერტისკენ  და რამდენიმე სხვა დასახლებული პუნქტისაკენ მიმავალ გრუნტოვან გზებზე.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მთიან ყარაბაღში არის თავდაცვის არმია და მისი არსებობა გამართლებულია იმით, რომ აზერბაიჯანი აშკარად ემზადება არცახში სომხების გენოციდისთვის.

„ლაჩინის დერეფანი 100 დღეზე მეტია დაკეტილია, გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება შეჩერებულია, ფერმერები და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა რეგულარულად ხდებიან აზერბაიჯანული ძალების სამიზნე, აზერბაიჯანის სამხედრო რიტორიკა გრძელდება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საერთაშორისო საზოგადოების თანმიმდევრული ინფორმირება ამის შესახებ და ვიმუშაოთ შესაბამისი საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების მიმართულებით“, – განაცხადა მან.

დღეს ღამით აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სოფელ აღავნოსა და თეღს შორის გორის-სტეფანაკერტის საავტომობილო გზა გადაკეტეს.

უკვე მზად არის  გადაკეტილის გზის შემომვლელი, სიუნიქის ოლქის ტეღ-კორნიძორის გრუნტოვანი გზა, რომელიც შეუერთდება 2022 წელს ექსპლოატაციაში გადაცემულ ნორ კორინძორ -ჰინ შენის გზას. („ბერძორის (ლაჩინის) დერეფანი“). სომხეთის რესპუბლიკის მიერ თეღ-კორნიძორის გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს.

შსს-ს ინფორმაციით, თეღ-კორნიძორის გრუნტის გზა გამავალია და არცახში მიმდინარე ბლოკადის გათვალისწინებით, შესაძლებელია რუსეთის სამშვიდობო ძალების და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ არცახში ჰუმანიტარული მიწოდების განხორციელება. იმ გზას, სხვათა შორის, არცახის რესპუბლიკის საზღვარზე, მდინარე ჰაკარის ხიდთან, რუსული სამშვიდობო ჯარები აკონტროლებენ.

2022 წლის 12 დეკემბრიდან აზერბაიჯანულმა მხარემ დახურა სახელმწიფოთაშორისი მაგისტრალის შუშის მონაკვეთი, რომელიც არცახს სომხეთთან აკავშირებს და უკვე 108 დღეა, რაც არცახის მოსახლეობა გარე სამყაროსთან კონტაქტს მოკლებულნი არიან.

ნახეთ მეტი
Back to top button