ეკონომიკა

2023 წლის ოთხ თვეში სომხეთს 630 ათასი ტურისტი ეწვია. ტურიზმის კომიტეტი

2023 წლის იანვარ-აპრილში სომხეთს 630 ათასი ტურისტი ეწვია. News.am-ის ინფორმაციით, ამის შესახებ 25 მაისს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა სომხეთის ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარემ სისიან პოღოსიანმა.

მან დასძინა, რომ ეს 35 პროცენტით მეტია 2019 წლის პირველ ოთხ თვესთან შედარებით. მისი თქმით, მათი უმეტესობა (52 პროცენტი) რუსი ტურისტია, ასევე ბევრი ტურისტია ირანიდან და საქართველოდან. „შეინიშნა ტურისტების ზრდა არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდანაც. 2023 წლის აპრილში ქვეყანას 180 ათასი ტურისტი ეწვია, რაც ასევე აღემატება 2019 წლის აპრილის მაჩვენებელს“, – განაცხადა ოფიციალურმა პირმა.

პოღოსიანმა დასძინა, რომ პირდაპირი ფრენების დაწყება ხელს უწყობს ამ ზრდას.

ნახეთ მეტი
Back to top button